ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2025-01-20, 6:00 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



იმედა აბუსელიძე - მე როცა წავალ / imeda abuselidze – me rom waval


მე მალე წავალ, არ დავბრუნდები,
ჩემი ღიმილი თან გავიყოლო,
რომელსაც ისევ დროს მოუნდები
მიწის ქვეშეთში რომ ჩავიყოლო.
თქვენგან არ მინდა ცრემლები ყალბი
და რომ იცოდეთ არცა ნამდვილი,
მტირალი სახით გიხილოთ თვალწინ
რაში მარგია იქაც არ ვიცი.
არაფერი ჩანს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2015-03-01 / 0:13 AM / კვირა

იმედა აბუსელიძე - ყველაფერი ერთად / imeda abuselidze – yvelaferi ertad


ვითვლი დროში უამრავ წამებს,
გრძნობა გონებას ისევ აწამებს.
ვივლი ბევრს და ვითვლი ნაბიჯებს,
უკან წარსული თავს არ მარიდებს.
ფიქრებს თავს ვუყრი რაღაც გამომდის,
მაგრამ მე ამ დროს მარტო აღმოვჩნდი.
ვინც რომ ვიპოვე და როცა ვენდე,
მარჯვენა ხელი იქ ეგდო გვერდზე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1125 / თარიღი: 2015-03-01 / 0:11 AM / კვირა

იმედა აბუსელიძე - ცისარტყელა / imeda abuselidze - cisartyela


დღეს ცისარტყელამ დაიპყრო ზეცა
მოელვარე და კაშკაშა ფერთა
იყო საოცრად ლამაზი მშვიდი
შეერთებული შვიდ ფერთა ხიდი
იყო ალვის ხეც მშვენებით სავსე
იყო წარსულის დიადი სარკე,
მაგრამ სარკეში ის უცხო ლანდი
ზღაპრულ ოცნების ჩვეული მსგავსი.
25.01.15
„ი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2228 / თარიღი: 2015-02-28 / 11:35 PM / შაბათი

ეთერ ზარიძე - მიყვარხარ / eter zaridze - mikvarkhar


მიყვარხარ, მაგრამ
უნდა დაგტოვო,
რადგან თავს ზევით
არ არის ძალა. . .
მივდივარ შენგან
გულდაკოდილი
და ჩემს სიყვარულს
გიტოვებ ვალად.

ლექსის წყარო – LitKlubi.Ge

კომენტარები: 0 / ნანახია: 1283 / თარიღი: 2015-02-26 / 4:57 PM / ხუთშაბათი

ეთერ ზარიძე - განშორების დუელი / eter zaridze - ganshorebis dueli


შენ განშორების დუელში მიწვევ,
სულ მცირე მიზეზს იხმარებ ფარად. . .
ყურს წაუყრუებ სინდისის ძახილს
და ჩემს დაკარგვას ჩააგდებ არად.
შენ განშორების დუელში მიწვევ
და მეც ვნებდები ბედის განაჩენს,
თუ ვერ გითხარი, რაც გულს ეწადა,
ჩემი ლექსები გეტყვის დანარჩენს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2015-02-26 / 4:55 PM / ხუთშაბათი

ეთერ ზარიძე - გლოვობს კლავიში / eter zaridze - glovobs klavishi


მსხვრეული სტრიქონში იტირებს მუზა,
ღამენათევი რიჟრაჟი მოვა. . .
ძველ მონატრებას ვერაფერს ვუზამ,
გულში დამრჩება ფარული გლოვა.
კვლავ მესმის შენი თბილი სიმღერა,
ჩვენს განშორებას გლოვობს კლავიში. . .
სინამდვილე კი უხეში ხელით
მოვა და შენზე ფიქრებს წამიშლის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2015-02-26 / 4:54 PM / ხუთშაბათი

ეთერ ზარიძე - ლექსებად გტოვებ / eter zaridze - leqsebad gtoveb


სულში წარსული სევდად რიალებს
და ცრემლი ბრწყინავს თვალთა გუგებში,
რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს,
მაგრამ სად არის ხსნა და ნუგეში?
ამაყი სული კვლავ ცისკენ ილტვის,
ტკივილით მავსებს სევდიან პოეტს. . .
მე წუთისოფლის სტუმარი ვიყავ
და ჩემს სიცოცხლეს ლექსებად ვტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2015-02-26 / 4:52 PM / ხუთშაბათი

ნათია რობაქიძე - წვიმს და სულს ისევ სწყურია წვიმა / natia robaqidze - tsvims da suls isec stskuria tsvima


წვიმს და მე გარეთ გავდივარ მშვიდად,
წვიმს და სულს ისევ სწყურია წვიმა,
მისი შხაპუნა წვეთები მინდა,
რომ მეცემოდნენ სახეზე რბილად.
მერე წვეთები სახეს დანამავს,
და შეგაგრილებს,სევდიან ფიქრთან,
წვიმს და სულს ისევ სწყურია წვიმა,
მე კი თვალები მიყურებს ციდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1143 / თარიღი: 2015-02-26 / 4:50 PM / ხუთშაბათი

ნათია რობაქიძე - სულის თავისუფლება / natia robaqidze - sulis tavisufleba


- გაიქეცი,გაიქეცი...გთხოვ...არ შეჩერდე,უკან არ მოიხედო.
- არა...მე არ შემიძლია გაქცევა,მე შენთან მინდა,ვერ მიგატოვებ.
- არ გაქვს უფლება არ შეასრულო ჩემი თხოვნა,გემუდარები.
- მე დაგტოვებდი,მაგრამ,ჩემში შენ ხარ ცოცხალი.
- მე გაძლევ უფლებას,აღარ მინდა ჩემში ეწამო.
- წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1307 / თარიღი: 2015-02-26 / 4:49 PM / ხუთშაბათი

ნათია რობაქიძე - გალაკტიონი / natia robaqidze - galaktioni


გალაკტიონი არის მეფე პოეზიისა,
მთაწმინდის მთვარეს შესცქეროდა ყველა ოცნებით,
რომ თვით შეეგრძნო გრძნობა მითი პოეზიისა,
მეკი თვალთაწინ მესახება მისი დიდება.
გალაკტიონი გვისახავდა თავის სიყვარულს,
მაგრამ გვატანდა გულში დარდებს განუკურნებელს,
აგვაღელვებდა მისი მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1213 / თარიღი: 2015-02-26 / 4:47 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 143 144 145 146 147 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0