მსხვრეული სტრიქონში იტირებს მუზა, ღამენათევი რიჟრაჟი მოვა. . . ძველ მონატრებას ვერაფერს ვუზამ, გულში დამრჩება ფარული გლოვა. კვლავ მესმის შენი თბილი სიმღერა, ჩვენს განშორებას გლოვობს კლავიში. . . სინამდვილე კი უხეში ხელით მოვა და შენზე ფიქრებს წამიშლის.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..