მთავარი » 2013 » მარტი » 2 » ტერენტი გრანელი - ამოდის მთვარე და მაღლა იწევს
1:53 AM ტერენტი გრანელი - ამოდის მთვარე და მაღლა იწევს
|
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური და შორს ღრუბლებით ცა დაისერა. მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური, მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები, ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ. ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები, ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1350 |
დაამატა: koxo
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, ტერენტი გრანელის ამოდის მთვარე და მ, leqsebi, terenti graneli, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|