Загрузка...
ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ - 2 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 2 » ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ


1:59 AM
ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი

შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.

ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,
იმედია, რომ დავკეტე კარი.

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1633 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ტერენტი გრანელის არ მიგრძვნია ჩემი , leqsebi, terenti graneli, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0