Загрузка...
ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი - 2 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:47 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 2 » ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი


2:46 AM
ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1253 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, leqsebi, terenti graneli, ტერენტი გრანელის ასე თეთრია ეს ჩემი, leqsi, ლესი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0