Загрузка...
ბესიკ ხარანაული - სად არიან შვილები - 2 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 2 » ბესიკ ხარანაული - სად არიან შვილები


2:54 AM
ბესიკ ხარანაული - სად არიან შვილები
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.

ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1620 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, ლექსი, besik xaranauli, leqsi, პოეზია, ლექსები, ბესიკ ხარანაულის სად არიან შვილები, leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0