მთავარი » 2013 » მარტი » 2 » თ.იკოშვილი - ანარეკლი მახინჯდებოდა
3:09 AM თ.იკოშვილი - ანარეკლი მახინჯდებოდა
|
წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა
უყვარდა მაინც სიცოცხლეზე სულელი ფიქრი,
თუ კი სატანას მისი ბედი ავიწყდებოდა
მაშინ შენ ზიზღო მას შიგნიდან როგორღა ღრღნიდი?...
მაშ,მე ჯანდაბას–არდავეძებ დაე სხვა ნახე
თუნდაც ის ქალი შენს ცხოვრებას რომ არ უხდება,
უსუსურია თქვენი ყოფნა ამ ქვეყანაზე
სისიხლი ძარღვებში იჭედება–უფერულდება....
არავარ გიჟი არა!მიჯობს ცოცხალს გგლოვობდე
ვიდრე სიკვდილით გავაცოცხლო ტანჯვა მარადი,
შიში აღარ მაქვს აღარაფრის ჰო და შენც გძულდე
ო,ჯოჯოხეთო ხედავ როგორ გაგითამამდი?..
იცით?მეც მომკლეს,მეც დამმარხენ,მეც არ დამინდვენ
გადამაფარენ მივიწყება როგორც საბანი,
უფლისკენ ხელი ცივი გულით წამაღებინენ
სისხლით შევღებე საბოლოოდ მშრალი კალამი...
მიწიდან ზეცას აშორებდა შავი ღრუბელი
დიახ!ოცნება მიუწვდომელ ვარსკვლავებს ჰგავდა,
უკანასკნელად ჩავისუნთქე მძიმე ჰაერი
რადგან:სიყვარულს სიძულვილი უღმერთოდ კლავდა... - See more at: http://read.ge/leqsebi/2900-tamar-ikoshvili.html#sthash.BJyUx2CT.dpuf
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1245 |
დაამატა: koxo
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|