Загрузка...
მიხეილ ქაშიაშვილი - "‎*მოგზაური*" - 6 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 6 » მიხეილ ქაშიაშვილი - "‎*მოგზაური*"


11:50 PM
მიხეილ ქაშიაშვილი - "‎*მოგზაური*"
გაჩნდა ნება უფლის ჩენზედ და დავწერე ეს ამბავი,
დავწერე რა პოემაა, და მკრთალ შუქის კრთის ლამპარი.

იყო, იყო და ასეა, რა იქნებოდა მეტი რა,
უფალზე დიდი - დიადი მე არასოდეს მეხილა.

ასიათასჯერ ათასი წლის უკანა და უფრო შორს
იყო არაფრის არა რა და ესე ვიტყვი უფრო სწორს;

იყო უფალში უფალი და მის წიაღში უკუნი
და თავად შექმნა ღმერთობა, არ არის არრას უძლური.

მისია დროც და სამყაროც - ემორჩილება ყოველი
და მის უკუნით წყალობას ჩვენ სიცოცხლეში მოველით.

ხოლო იმას არ მოვყვები თუ მან როგორ ჰქმნა სიცოცხლე,
ან როგორ შექმნა ადამი - ხატად თავისად პირმშო ძე.

ეხლა გამოვყვეთ ადამის შთამომავლობას აწმყომდე
და ერთსა ყმაწვილს მივადგეთ ვისაც უფალი სწყალობდეს.

და აჰა ესეც ჩვენი დრო - დაჩქარებული სიკვდილი,
ხალხია დაშორებული უფალთან და ჰკლავთ შიმშილი.

და აი ეს ყმაწვილი კი რაოდენ შრომით მიიწევს
წინდაწინ გამარჯვებისკენ, - განსხივოსნებას მიიღებს.

და აი თუ ვესტუმრები ვფიქრობ უარსაც არ მეტყვის,
მასპინძლობასაც გამიწევს და თბილ საუბარს დავიწყებთ.

დავაკაკუნე სამობით და მან გამიღო კარები.
მითხრა მობრძანდი სტუმარო - გემსახურო მოკრძალებით.

შევედი და მიხაროდა მისი სულის ხმოვანება,
რომ სიკეთოთ აღვსილიყო მისი მცირე წლოვანება.

და ისევე კრძალვით მითხრა: დაბრძანდოთ ჩემო ბატონოი
მოგართმევთ რაცა შემეძლოს მცირედ ბარგისა პატრონო.

მეც ჩემთვის გულში ვფიქრობდი რაოდენ დიდად აღზრდილა,
დავჯექი მორცხვად ერთ სკამზე და ჯერ არას თქმა არ მინდა.

და მას ისე უხაროდა უცხო სტუმრის მსახურება,
რომ გაშალა სწრაფად სუფრა მთხოვა მთხოვა მასთან დაპურება.

მეც უარი არ უთხარი, დავუფასე შრომა გულის,
მივუჯექით სუფრას ორნი, ვქმენით დიდი სიხარული.

საუკეთესო ღვინო მასვა და ვადიდეთ უფალი,
ღამეც ჭერ-ქვეშ დამაძინა თხოვნით და თან მუდარით.

გათენდა და რომ ავდექი კვლავაც სუფრა დამახვედრა,
ეს ყმაწვილი დიდებული გულუხვობითა მალხენდა.

კიდევ ერთხელ მოვილხინეთ და მადლიერად დავლოცე,
ვუთხარი გულახდილობით; შენი სიკეთე მაოცებს.

ვუხადე დიდი მადლობა და ტკბილად დავემშვიდობე,
გავყევი ჩემს გზებს გავყევი, მივყვები ვიწრო ორღობეს.

კვლავ ჩემს ბილიკებს მივყვები და აჰა გაქრა თვეები
მოგზაურობით დაღლილი ვგრძნობ ქრება ჩემი დღეები.

კვლავ გავიარე შორი გზა, კითხვის პასუხებს დავეძებ
და ღამე შემომეპარა სიცივისაგან ვერა ვძლებ.

დავინახე შორს სინათლე დიდი სახლის ყოფილიყო,
გავეშურე მისკენ ნელა, ღამე ღრუბლით მოსილიყო.

მივადექი სახლის კარებს და სამჯერ დავაკაკუნე,
სულში დარდები დავმარხე და გულს იმედი ვარგუნე.

ისმის სახლიდან მკვახე ხმა: ვინ არის ამ შუა ღამეს,
ან დრო არ იცი სტუმარო ან სინდისი არ გაწვალებს?

მე კრძალვით, რიდით ვუთხარი: უკაცრავად რომ გაწუხებთ,
მოგზაური ვარ უბრალო და დამიღამდა გაუწყებთ,

იქნებ გაიღოთ წყალობა და ღამე გამათევინოთ,
ღმერთი დალოცავს თქვენს ოჯახს ჩემგან კი არა გეწყინოთ.

და რაღაც პაუზის შემდეგ მესმა მისი ხმა უხეში ,
"ღიაა კარი შემოდი" - ეს იყო ჩემთვის ნუგეში.

შევაღე კარი, ვიხილე შუა ხნის კაცი ნასვამი,
დივანზე გაწოლილიყო და სახე ჰქონდა ნაწამი.

მითხრა უხეშად: "სტუმარო აგერ მანდ არის დივანი
დაწექი და დაიძინე, მეტი რა გითხრა მითხარი".

მეც მორიდებით დავწექი ვოწრო, დაძონძილ დივანზე,
მაგრამ ფიქრი არ მომეშვა ამ კაცის უხეშ სიტყვაზე.

მას არც კი შემოუხედავს ჩემთვის და არა ეთქვა რა,
თითქოს ფიქრებში ფრინავდა და შორს წარსულით ეხარა.

შემდეგ ჭერში ავიხედე ჭაღის შუქი მანათებდა
და რა ძილი მომეპარა მაგრამ შუქი მაწუხებდა.

ერთი ცივად გამომხედა მასპინძელმა მთვრალი თვალით
და კრესლოდან მისწვდა ჩამრთველს და ჩააქრო ჭაღის ალი.

იჯდა თვითონ სხვა დივანზე და თქვა სიტყვა "დაიდძინე",
თვალი ვხუჭე უცხო ფიქრში, მერე ძლიერ დავიძინე.

გათენდა და დიდ ფანჯრიდან მზის სხივები მომეფერეა,
შევიგრძენი რაღაც ძალა, მთებს ყვითელი დაეფერეა.

მივიხედე, მოვიხედე, მასპინძელი ვერ ვიხილე,
გამოვედი სახლიდან და " მასპინზელო! - დავიყვირე.

შორს ბაღიდან შემომესმა: " გისმენ გისმენ რა გინდოდა?"
მეც გავძახე : "მასპინძელო მოგახსენებ დიდ მადლიბას,

რომ მომეცი ღამით ჭერი არ გამწირე სიცივისთვის,
თავთან პურიც დაგიდია შემიცოდე შიმშილისთვის".

შემდეგ კი გზას გავუყევი ნანატრ ოცნების ძებნაში,
ვეძებდი უფალს ვეძებდი, დღისით თუ ღამის ბნელ ქარში.

და აჰა ადგილს მივადექ და იყო გზაჯვარედინი
და ირგვლივ სწორი ტრამალი ჰორიზონტს გადაფენილი.

დავდექი ჯვარ-გზის შუაგუს და არჩევანი ოთხია,
ყველა მათგანი სწორი და ველა მათგანი შორია.

არც ერთ გზას უჩანს ბოლო და არც აღმართი ან დაღმართი,
არც სახლია ახლომახლოს და არცა კაცის ჭაჭანი.

ცაც ისე მოღრუბლულიყო თითქოს ტირილს აპირებდა
და ისედაც მოწყენილ დღეს რაღაც სევდას ანიჭებდა.

შევშფოთდი და დავიბენი საით წავიდე არ ვიცი,
ვერ გადავწყვიტე ვერაფრით და ამას ძლიერ განვიცდი.

და უცბად სწრაფად გაწვიმდა გზას დაეფინა სისველე,
მაწვიმს და წვიმა მახარებს და გულს მოედო სიმშვენე.

დამშვიდდა ზეცა, ღრუბელმა გული იჯერა ცრემლებით,
გამოჩნდა მზე საღამოსი დასავლეთით რომ ეშვების.

წავედი მეც დასავლეთით,რაღაც იმედი ვიგრძენი,
მაგრამ საღამო იმატებს და მაინც გრძელ გზას მივყვები.

მზე ჩავიდა და დაღამდა, ახლა მთვარე გზას მინათებს,
გზას მივყვები ნელი სვლით და ვგრძნობ თუ როგორ დავიღალე.

დავჯექი გზის პირ ბალახზე, ცაზე ავხედე ვარსკვლავებს
და ისევ გულში ჩემს ფიქრებს უცხო იმედით ვახარებ.

და უცბად შორი ლანდება გამოჩნდა სამი კაცისა,
ნელი სვლით ჩემსკენ დიოდნენ, შევცბუნდი - გული წამიხდა.

და რაც უფრო მოახლოვდნენ დავინახე უფრო კარგად,
სამი ბერი თეთრი წვერით ახლოს ჩანდნენ მეტად ცხადად.

ეცვათ სამივეს შავები და წააგავდნენ ერთმანეთს,
სამივეს ნათელი სახე გავდა ერთსულის თეთრ ნათელს...

წამოვდექი მყისვე ფეხზე რაღაც დიდი გაოცებით
და ველოდე რაღაც უცხოს და უცნაურს გაოგნებით.

გამისწორდნენ მოხუცები, მივესალმე თბილი სალმით,
მათაც სალმით მიპასუხეს და შეყოვდნენ მცირე ხანით.

დაინახეს რომ ბალახზე იდო ჩემი წყლის მათარა,
მივაწოდე ვასვი წყალი და სამივემ გაიხარა.

დამლოცეს და შემდეგ მკითხეს: "საით მიდის შენი გზები"?
მეც ვუშალე გული წრფელი: - რომ ვიპოვო ყოვლის ღმერთი.

მაშინ მკითხა ერთ მათგანმა: "რატომ ეძებ ყოვლის შემძლეს,
ნუთუ ირგვლივ ვერა ხედავ ყველაფერში უფალს ჩვენს ღმერთს?"

დავიბენი გავჩუმდი და ვერ გავიგე მისი სიტყვა,
ასე დინჯად, დაჯერებით მის პირუდან რომ გაისმა.

კიდევ ერთხელ დამლოცეს და გზას გაჰყვნენ ნელი ნაბიჯით,
მეც კეთილი გზა ვუსურვე მერე მცირე ხანს ჩავფიქრდი.

წამოვწექი ცივ ბალახზე თავ ქვეშ მათარა დავიდე
და სამი მგზავრის ნათქვამი მაინც ვერაფრით გავიგე.

ვფიქრობ და ცაზე ვარსკვლავებს ვუმზერ და მაინც არ ვიცი,
რომ მითხრა ერთმა მათგანმა " ღმერთი ყველგან არს, არ იცი?"

ცოტახანს ვძინე ფიქრებში შემდეგ ძლიერ დავიძინე
და დილით მზემ გამაღვიძა გათენდაო გავიფიქრე.

წამოვდექი ბალახიდან და ავიღე წყლის მათარა,
მოვსვი წყალი ცოტა იყო და მერე კი სულ გათავდა.

მხარზე ვიგდე ცარიელი წყლის მათარა და გავყევი
მცხუნვარე მზის ქვეშ გრძელ გზას დავდნები ოფლად ვით სანთელი.

იმატა სიცხემ შუადღეს და თავბრუ მესხმის სიცხისგან,
შუბლზე იფლის წვეთებს ვიწმენდ და ზაფხულს ვწყევლი სიმწრისგან.

და ვინატრე უცბად ფიქრში "ოჰ ღმერთო წყალი მიშველე".
მივყვები გზას სუსტი სვლით და მათარას სდის სისველე...

სევანჯღრიე გაკვირვებით სავსე იყო როგორც კასრი
თავსახური მოვხსენი და წყლით წყურვილი მოვიკალი.

ოცი წუთის გზაც გავლიე და გამოჩნდა დიდი მუხა,
ვიფიქრე თავს შევაფარებ, დავასვენებ ცოტას მუხლსა.

და რაც უფრო მივახლოვდი ხე იყო უშველებელი,
მის ჩრდი-ქვეშ წყაროს დაედო ბინა სუფთა უვნებელი.

მივედი და წყაროს წყალით ცხელი სახე გავიგრილე,
წყალი იყო მეტად ცივი, მეამა და გავიღიმე.

შემდეგ იქვე მუხის ძირში ჩამოვჯექი გადაღლილი,
ჩრდილი იყო მეტად კარგი ირგვლივ რკო კი დაბარდნილი.

იდგა მშვიდი მდუმარება და ვისმენდი ფოთოლთ შრიალს,
მუხა თითქოს ჩურჩულებდა, უყვებოდა ძველ დროს ნიავს.

გავიხედე, დავინახე მოდიოდა ჩემსკენ გოგო
თეთრი კაბით მოსილიყო თავს გვირგვინი ედო როგორც
მეფის ასულს ეკადრება, ხელში კოკა დაეჭირა
წყაროსაკენ მოდიოდა შემომხედა გაეღიმა.

გვირგვინი კი ყოფილიყო ყვავილებისგან დაწნული
და გოგონას სწორი თმები ჰქონდა წელამდე დასული.

მოახლოვდა ნელი სვლით და გამიღიმა, მომესალმა,
მეც თბილი სალმით ვესალმე მისი განწყობა მეამა.

შემდეგ ვუთხარი: "გოგონავ, მიკადრეთ მოგეხნმარებით,
კოკით წყალს თვითონ აგივსებთ, სახლამდე მიგატაინებთ".

მითხრა: "რას ბრძანებთ ბატონო აბა მაგას როგორ გკადრებთ,
მადლობა მაგ სიკეთისთვის, მაგრამ თავდვე ვატარებ.

კვლავ ვკადრე: "ნება მომეცით დახმარება გაგიწიოთ,
ვქმნა სიკეთე თქვენთვის ჩემთვის ჩემგან ძვირი არ გიწიოთ".

მითხრა: " არ იშლით და მაინც არ მინდა რომ შეგაწუხოთ,
კაცის შექმნილი სიკეთე ღმერთის არს მინდა გაუწყოთ,

მაშ აღარ გიშლით ბატონო ჰქმენით უფლის წყალობა,
რაცა კაცმან ჰქმნას წინა ხვდეს ღმერთმა ჰქმნა ესე წყალობა."

გულით ვიხარე, ვუთხარი: "მადლობ რომ მომეც უფლება,
რომ დაგეხმარო გულითა, რა საქმე სულსაც უხდება."

ავავსე კოკა წყლითა და მხარზე დავიდგი, თან ვიჭერ,
ვუთხარი გოგოს: "მითხარი აბა საითკენ წავიდე".

მითხრა: "მომყევი ბატონო იმ ტყეში ჩემი სახლია,
იქ მელის ჩემი გულის მზე, ჩემი პატარა ბავშვია."

ჩავდექით ვიწროდ გაკვალულ და ბალახიან ბილიკზე,
მივყვებით ბილიკს ნელი სვლით და საუბარი დავიწყეთ.

ვუთხარი: "ბავშვი გყოლიათ პატარა გულის სანთელი,
ღმერთმა გაზარდოს ჭკვიანი, განატლებულ, ჯანმრთელი."

- "ოჰ მადლობ ჩემო ბატონო მე მის გარდა არ მყავს არვინ
და ვმუშაობთ ერთად ბაღში, გვასულდგმულებს მოსავალი".

რომ ვისმინე ეს სიტყვები შემეცოდა ძლიერ გოგო
და რაღაცა მწუხარების გულს მომედო ცეცხლის ლოგო.

შემდეგ ვკითხე: "თუ არ მიწყენთ გკითხავთ კიდევ ერთ რაღაცას"
- მკითხეთ ბატონო, მოგისმენთ და გიპასუხებთ მართალსა.

-თქვენს მეუღლეზე რას მეტყვით რომ ბრძანეთ მარტო ვცხოვრობთო?
- ის უკვე ორი წელია გარდაიცვალა ბატონო.

-ვწუხვარ და ბოდიშს მოგიხდით, მტკივნეულ თემას შევეხე.
და იწვა მზე ზაფხულისა გადაყვითლებულ ველებზე.

მან მითხრა: "აი ხის სახლი, რომ მოსჩანს იმ ხეებს შორის,
იქ ვცხოვრობ ჩემს შვილთან ერთად, გვერდით მდინარე ჩამოდის."

გავოცდი იმ სიმყუდროვით, იმ სილამაზით რაც ვნახე,
ადგილი ჰგავდა ზღაპრულსა და არ მენახა აქამდე.

მივედით, კოკა ჩამოვდგი,ოფლი ვიწმინდე შუბლიდან,
მოხადა გოგომ მადლობა, დამლოცა სიტყვა უხვითა.

მითხრა: " ბატონო ნუ წახვალთ, ალბათ მშიერი იქნებით,
დაგაპურებთ, დაისვენეთ, მე მასპინძელი ვიქნები.

- რას ბრძანებთ, ვერ შეგაწუხებთ, მხოლოდ ხუთ წუთს ჩამოვჯდები
შევისვენებ მცირე ხნით და შემდეგ ჩემს გზას გავუყვები.

დავჯექი იქვე ხის სკამზე სახლის შესასვლელ ადგილას,
იყო შუადღე ზაფხულის და სახლი ჩრდილ-ქვეშ ჩადგმული.

გოგონამ წყალი მომართვა და მითხრა ესე ხმა ტკბილით:
"გეტყობათ შორ გზას ადგახართ, გივლიათ დიდი მანძილი."

- მართალი ხარ ჩემო კარგო უკვე ბევრი გავიარე,
ხოლო გზა რამდენი დამრჩა ჯერ ეგ კი ვერ გავიაზრე...

მითხრა: "ცოტა დავიბენი, ვერ გავიგე თქვენი სტყვა,
ალბათ გინდათ რა მითხრათ რომ თქვენი გზები გზად აიბნა?"

ვუპასუხე: "არა არა მე დავეძებ უფალს, ჩვენს ღმერთს,
მინდა ვკითხო რაც კითხვები მაბადია ჩაგრულს მე ერთს.

მითხრა: "აჰა, მივხვდი თქვენი მოგზაურობის საბაბი,
აგერ პირდაპირ რას ხედავთ?" მე ვუპასუხე: მთა-ბარი.

მითხრა: "რას ფიქრობთ ბატონო, როგორ გამწვანდა ეს მთები?
ან რამ გაზარდა ამხელა ცას მიწვდომილი ვერხვები?

მაგრამ მერწმუნეთ მოვა დრო, რომ ეს ხე აქ არ იდგება,
ის მთაც იმ ფორმებს შეიცვლის და სხვანაირი იქნება.

წუთისოფლის არსებითში ყველა ჩვენგანს აქვს მისია
და ვინც სწორად შეასრულებს ღმრთთან ცხოვრებაც ნისია.

ასე ვფიქრობ და ასე ვზრდი მე ჩემს პატარა ბიჭუნას,
ღმერთს ესმის ყველა ჩვენგანის, სწყალობს ვინც მისი ირწმუნა."

გამაოცა მის ნათქვამმა ასე რწმენით რომ ამბობდა
და შევხედე გაოცებით და წარსული მომაგონდა...

და ჩავფიქრდი მცირე ხანით გამახსენდა დრო წასული,
როცა ვიყავ მისი ტოლი მქინდა კერა ოჯახური.

მაგრამ ღმერთო, როგორ მზარავს დასაწვავი მოგონება!
ახლაც ტკბილად მახსენდება მამაჩემის შეგონება.

მითხრა გოგომ: "რად ჩაფიქრდით ასე რად მოგედოთ სევდა?
გატყობთ რაღაც თვალში დარდი შეგპარვიად ჩუმად მეტად."

მე ვუთხარი: "მართალი ხარ, ვიყავ ოდეს ბედნიერი,
მქონდა სახლი და დედ-მამ და ცოლშვილი მშვენიერი.

და ვცხოვრობდით ტკბილად, შრომით, ერთმანეთის სიყვარულით,
და არ მაკლდა არაფერი მქონდა დიდი სიხარული.

მაგრამ ბედმა ულმობელმა რა დღე შავი გამითენა
და დამტოვა ობლად მარტო, ბედი ჩემი გამითელა."

ეს ამბავი ასე მოხდა: "ლურჯ ცაზე მზე ანათებდა
და ნარნარი გაზაფხული ყვავილების სუნს აფრქვევდა.

და მეც დილით სიხარულით გავეშურე სამსახურში,
თუმც მინდოდა ცოლთან ყოფნა და შვილების ჩაკვრა გულში.

მივდიოდი და ვფიქრობდი ალბათ მამა ყანაშია,
დედაჩემიც იქ იქნება ან ეზოს წინ ბაღჩაშია.

და მივედი სამსახურში მქონდა რაღაც სიხალისე,
ვმუშაობდი და ვფიქრობდი მადლობ ღმერთო რაც მაღირსე.

მიიწურა დღე შრომაში, დღეს საღამო მოეპარა,
ბინდი ჩამოწოლილიყო, მზე დასავლეთს მოეფარა.

დრო დამთავრდა მუშაობის და გავყევი გზას სახლისკენ,
ზეცა ღრუბლით მოსილიყო და ფარავდა ქალაქის მთებს.

გავიფიქრე ეს ღრუბელი ალბათ წვიმის ნიშანია,
ცოტას ნაბიჯს მოვუმატებ, ამით რა დამიშავია.

მოვუმატე ნაბიჯს სწრაფად და მგინია გაწვიმდება,
ცას ავხედე და ვიფიქრე; მალე ზეცა ატირდება.

ერთი ორი კილომეთრი გავიარე და მოსჩანდა
ჩემს სოფლიდან დიდი კვამლი ადიოდა მაღლა მაღლა.

შიშით გული ამიძგერდა და რა აღარ გავიფიქრე,
გავიქეცი სახლისაკენ, "ვაი ჩემს თავს" დავიყვირე...

მივახლონდი სახლთან ახლოს, ღმერთო ჩემო რა ვიხილე -
ჩემი სახლი და ოჯახი მუხლზე მ,დგარი დავიტირე.

აი ასე საშინელად დამეხოცა მე ცოლშვილი,
დედ-მამა და სამოსახლო იყო ველზე მტვრად გაშლილი."

მითხრა გოგომ: "ღმერთო ჩემო საშინელი ამბავია,
ღმერთმა მძიმე ბედი მოგცა თუმც გამოცდა გაბარია,

მაგრამ მაინც ჩემს აზრს გეთყვით, რაც ძლიერ მწამს, რითაც ვცოცხლობ,
ეს ცხოვრება გამოცდაა და მომთმენს აქვს ტკბილი ბოლო."

და ვუთხარი: "ეჰ არ ვიცი სულ ამებნა გზა და კვალი,
ღმერთმა ასე რად დამსაჯა, რა მიქმნია მისი ვალი.?

რა გავეცი ცხოვრებაში ამისთანა საქმე მწარე,
რომ წამართვა ოჯახი და კარმიდამოს ყველა მხარე.

მითხრა გოგომ: "უფლის ნება ჭეშმარიტი ქმედებაა,
ხან რომ გვესმის და ხან არა, მისი ნება ჩვენზედაა."

და მცირე ხანს მდუმარება ჩამოვარდა საუბარში,
ამოვარდა უცხო სიო, ღრუბლის ჩრდილი დაწვა ბარში.

გამოვფხიზლდი ფიქრებიდან და ავხედე დაუსრულ ცას
და ვუთხარი ესე გოგოს: "ეჰ დრო არის დავადგე გზას."

დავემშვიდობე, ვუსურვე სიყვარული და მშვიდობა
და ისაც დამემშვიდობა მისურვა ღმერთზე მინდობა.

კვლავ დავადექი ჩემს გზას და სულში სიმშვიდე ვიგრძენი,
მივდივარ ვიკვლევ ყველაფერს, ვიკვლევ ყველაფერს ვით ბრძენი.

აი გონებაც დამშვიდდა და სულიც აღარა შფოთავს
და რაღაც მეტი ვიგრძენი, აღარც დატანჯულად ვგრძნობ თავს.

და გამახსენდა სიტყვები სამი ბერისა ნათქვამი;
ღმერთი ყველგან არს, ყოველში რა ჭეშმარიტი ამბავი.

პირველ ყმაწვილსაც ვიხსენებ, რომ მიმასპინძლა გულუხვად,
რომ აღვსილიყო სიკეთით, თავმდაბლობისგან უჩუმრად.

ვიხსენებ იმ უხეშ კაცსაც ღამე რომ გამათევინა,
არ გამწირა სიცივისთვის და მუხლი დამასვენინა.

ბოლოს კი გოგოს ვიხსენებ, ძლიერ რწმენისა პატრონსა,
რომ გამაოცა მე მისმა სულიერების გალობამ.

და ასე ფიქრში სულ-მშვიდად, საღამოს გზაზე მივდივარ,
მზე იწურება მთებს იქით, ვგრძნობ წუთისოფლად მცირე ვარ.

ოჰ, ვარ მცირედი მარცვალი, მაგრამ მაქვს ჩემი მისია,
ზოგი მცირედ ტვირთს ატარებს, ზოგისაც მძიმე ტვირთია,

მივხვდი რა, აღარ მაწუხებს აწ გარდასული კითხვები
და ჩემს პასუხისმგებლობას გონებით მოვეკიდები.

რომ მმართებს მე სიძლიერე, უფლისა ნების შეცნობა
და რომ მართალი კაცის გზა არის სულისა შენება.

და რომ სასწავლი ბევრია - სიკვდიმდე დაუსრულები,
რომ მოთმინება სიბრძნეა ამ წუთისოფლის წყლულების.

ქვეყნად მრავალი გზა არის, ნათელი გზაა სიკეთის,
ნათელი გზაა ღვთის რწმენის და ეს გზა არის მცირედის.

დიდება შენდა უფალო, - არსებითობის შემქმნელო,
ყოველი გემორჩილება - მთები, ზღვები თუ ველ-მდელო,

ვარსკვლავ გუნდი და ყოველი უსრული სამყაროები
და გაღიარებს შენ ქვეყნად ყოველი ერის ბრბოები.

ვგრძნობ ჩემი გზები სიბნელით აღარ იქნება მოსილი,
ვიპოვე ჭეშმარიტება, ვიცანი აზრი გმობილი.

და აღარ ვეძებ, დამთავრდა, მოგზაურობა, ძიება,
ამიერიდან ჩემი გზა უბრალოება იქნება


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1715 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, ლექსი, leqsebis portali, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeziis portali, ლექსების პორტალი, leqsi, პოეზიის პორტალი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0