მთავარი » 2013 » მარტი » 7 » ბექა შელია - მიყვარხარ ჩემებურად ანუ მთელი გულით
4:11 PM ბექა შელია - მიყვარხარ ჩემებურად ანუ მთელი გულით
|
არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს, მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ.
არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ, მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ.
არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ, მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ.
არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის მუზა ხალხს ეყვარება, მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ.
მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე… პოეტებს მუზა ალბათ მიატოვებს, შენ კი მომეხვიე…გაგიშვა?არასოდეს!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1334 |
დაამატა: koxo
| ტეგები: poezia, ლექსი, leqsebis portali, ლექსები, პოეზია, leqsebi, poeziis portali, ლექსების პორტალი, leqsi, პოეზიის პორტალი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|