Загрузка...
თამარ ნინიძე - მე ვეტყვი ქარებს... - 17 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 17 » თამარ ნინიძე - მე ვეტყვი ქარებს...


11:49 PM
თამარ ნინიძე - მე ვეტყვი ქარებს...
მე ვეტყვი ქარებს, ნუ ფიქრობს ჩვენზე,
მე ვეტყვი ქარებს, კვლავ ნუღარ მოვლენ;
მოგანდობ ხელებს, ბნელში რომ ეძებ,
მოგანდობ თვალებს, გრძნობების მთოვრებს.

ტაძარში ატმის ტოტების სანთლებს
აფეთქებულებს დავანთებ შენთვის
და ასე დიდხანს უშენოდ გავძლებ,
თუ წამი დღედ არ იქცა და... მეტიც:

დღეები თუ არ მიება კვირებს,
კვირები – თვეებს, თვეები – ზღაპარს...
აქ ქარი ისევ სათვალავს მირევს
და გულმა ისევ არ იცის, რა ქნას.

მე ვეტყვი წვიმას, ნუ ფიქრობს ჩვენზე,
მე ვეტყვი წვიმას, კვლავ ნუღარ მოვა,
როდესაც ჩუმად შენს სულში მეძებ,
როდესაც ასე ძნელია პოვნა.

მიყვები მერე: ლექსიან ქუჩას
ქარებმა როგორ დაუფრთხეს ძილი,
გიჩვენებ: "ამ გზას ბოლო არ უჩანს",
მპასუხობ: "ასე, სულ ერთად ვივლით"

და ეტყვი ქარებს, ნუ ფიქრობს ჩვენზე,
და ეტყვი წვიმას – კვლავ ნუღარ მოვა
ქალაქში, როცა ერთმანეთს ვეძებთ,
და როცა ასე ახლოა პოვნა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1563 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, რითმები, ლექსები, პოეზია, leqsebi, sityvebi, სიტყვები, პოეზიის საღამო, ritmebi, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0