Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - როგორც საქართველოში - 17 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 17 » ლაშა ბიბიჩაძე - როგორც საქართველოში


11:50 PM
ლაშა ბიბიჩაძე - როგორც საქართველოში
როგორც საქართველოში ისე არსად მღერიან,
სხვაგან ვერსად ვერ ნახავ სტრიქონებს –გულს მოწყვეტილს,
ისე არსად უყვართ და სტუმარს არსად ელიან,
ნუთუ სხვაგან იხილავ ცას სილურჯით მოწმენდილს?.
ალიონზე გამოხვალ, ნისლში დაიკარგები,
დედამიწას ჩაყლაპავ გულიანად ჩასუნთქვით,
გაიზმორებ ამაყად ვით მაისის ვარდები
და მთელ სოფელს აღვიძებ ძველი ჭიშკრის ჭრაჭუნით...
მოგინდება მოჰფინო ბედნიერი განწყობა,
ცის კიდიდან მიწამდე მოაფხიზლო ყოველი,
გგონია, რომ უშენოდ ეს ქვეყანა მარტოა_
მზის სხივივით სუყველა უთენია მოგელის...
მოგელის და ხვდები რომსხვაგან არსად არ გინდა,
გრძნობ რომ მხოლოდ შენია, გიყვარს სულით ხორცამდე,
გაამაგრებ პაპის სახლს– სიძველისგან დაღლილს და
არ დატოვებ ეზო–კარს ღვთის მეორედ მოსვლამდე.
გადაბარავ წინაპრის გაშენებულ ვენახებს,
შემოღობავ საყანეს თხილის ნედლი წკეპლათი,
სიყრმე მოგენატრება, იტყვი ნეტა გენახე–
რიონისპირს ბავშვები კამეჩებს რომ ვმწყემსავდით.
მოგინდება მსუნაგად კიდევ ერთ დღეს იცოცხლო,
დაუჩოქებ უფალს და გაუბედავ ვედრებას–
ღმერთო ცოტაც მაცადე, რომ დავანთო ბუხარი
და გავათბო კერია სტუმრის შესაგებებლად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1315 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, რითმები, ლექსები, პოეზია, leqsebi, sityvebi, სიტყვები, ritmebi, პოეზიის საღამო, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0