Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - ა მ ი ნ - 17 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 17 » გურამ ლაცაბიძე - ა მ ი ნ


11:52 PM
გურამ ლაცაბიძე - ა მ ი ნ
ამინდს გახადეს თებერვალი, როგორც პატარძალს,
კაბა, ან უფრო მასკარადის შესამოსელი.
სიზმრებისავით ვუყვები და ფიქრებს ვატან წყალს,
გადაგვარებულს და საეჭვოს როგორც ბოსელში-

შობა მაცხოვრის - ურწმუნოსთვის - ვერც გაამტყუნებ...
მოციქულები უსინჯავდნენ უფალს ჭრილობას!
ისე მწარეა რეალობა, როგორც გარტყმული
სილა სახეში და სხეულის შებოჭილობა.

უწყლო ნაპირი, მარტოსული, როგორც ჰეტერა,
ღამეში დუმს და არსაიდან მოსჩანს ტივები.
შენც დადუმდები და მიხვდები, ყოფა გეტირა
ყოფა, რომელსაც უშენოდაც აატირებდნენ!

სამყაროს გარეთ გაიგონებ მაჯების ფეთქვას,
უსასრულობას დაიჩემებს უბრალო წამი.
შენ ხომ ყოველთვის ის გინდოდა, რომ ერთხელ მეთქვა,
ჰოდა დრო არის,
უფალო,
და ვიძახი...
ა მ ი ნ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1271 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, რითმები, ლექსები, პოეზია, leqsebi, sityvebi, სიტყვები, ritmebi, პოეზიის საღამო, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0