Загрузка...
გიორგი ქარმელი - გათეული ღამეების არქივიდან - 18 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » გიორგი ქარმელი - გათეული ღამეების არქივიდან


0:48 AM
გიორგი ქარმელი - გათეული ღამეების არქივიდან
სამოთხე ჩანს დილა როცა ახლოვდება,
სულიც სუნთქავს თავისუფლად როცა უმზერს,
ანგელოზთა სევდა როგორ გათოვლდება
დედამიწის შებღალულ და დაღლილ გულზე

და ცის დასი უგალობებს რიბირაბოს,
მზის ქალწული სანთლებს ანთებს ანუ სხივებს,
რომ წყვდიადის არეული მიმილაგოს
ჩამქრალ გულსაც უშენობას აუტკივებს.

საათები დროის ათვლას განაგრძობენ,
დრომ უფერო ანაფორა შემიკერა,
უსიცოცხლო არსებების თანაგრძნობით
იჟღინთება გამომშრალი ჩემი კერა

და ჭალებში მოჭიკჭიკე მელოდია
მესმის როგორც მიღმიერი გარინდება.
იდუმალი მიღაღადებს ელოდეო,
რომ აისი ჩვენს ბნელეთშიც აინთება...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1355 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, რითმები, leqsebi, sityvebi, პოეზიის საღამო, ritmebi, სიტყვები, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0