Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ჩემი ქალაქი - 18 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » ლაშა ბიბიჩაძე - ჩემი ქალაქი


0:51 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ჩემი ქალაქი
ბაგრატისკენ მივუყვები ფეხით სავალს,

კიდევ ერთხელ უფალს სტუმრად ვეახლები,

ყველა შემხვედრს შევაგებებ დილის სალამს,

–მესალმება ძველებური ხის სახლებიც.

წინ მივიწევ ქუთაისის მყინვარწვერზე,

ამ ქალაქის სილამაზით დავტკბე უნდა,

განთიადზე გადაიხსნის საბანს წელზე

და რიონიც მზის სხივისკენ გადმობრუნდა.

სამჯობინოს ვერას ნახავ, გადმოხედე

წინაპრების ისტორიას გადარჩენილს,

ლოდებსა და ლოდებშუა გაშლილ ხედებს,

ღობესა და ღობეებში ძველ ქვაფენილს.

ნუთუ იგრძნობ სურნელებას სხვაგან სადმე,

რაც ამ ქალაქს ვარდობისას აქვს მაისში,

ნუთუ არის ამ სიტყვებზე კარგი რამე– მობრძანდითო რომ გეტყვიან ქუთაისში.....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1437 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, რითმები, leqsebi, sityvebi, პოეზიის საღამო, ritmebi, სიტყვები, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0