Загрузка...
ani matisi - ტრიოლეტები (ჩინურ მოტივებზე) - 18 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » ani matisi - ტრიოლეტები (ჩინურ მოტივებზე)


0:52 AM
ani matisi - ტრიოლეტები (ჩინურ მოტივებზე)
***

ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ,
სამხრეთის მზეზე გახუნდება ჭრელი ხალათი.
ჩამოვყრი მკლავებს, ლოდინისგან დაღლილს, გამომხმარს.
ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ.
ჭაღარა ნისლი ამომივსებს თვალებს. საოხრავს, _
შევჩივლებ ღამეს, _ ამდენ ხანს რომ გულში ვმალავდი.
ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ,
სამხრეთის მზეზე გახუნდება ჭრელი ხალათი.

***

სახურავებზე შემოწნული ჭკნება ლელქაში,
ფაგუს ხეები შემოდგომას ისევ ტირიან...
_ ლინ-ჰაო, _ ჩუმად ჩასჩურჩულებს ქარის ღელვაში
(სახურავებზე შემოწნული ჭკნება ლელქაში)
და ყვავილთვალებს დაუკოცნის, მძინარს, ვერგაშლილს,
მას კი მზე უდგას იმ თვალებში, _ ვიწრო ჭრილიან.
სახურავებზე შემოწნული, ჭკნება ლელქაში,
ფაგუს ხეები შემოდგომას ისევ ტირიან...

***

ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია,
სარკმლიდან მასში ჩახშირებულ ღამეს ვუცქერი.
ტალღები ნავებს დაუნდობლად ნაპირს ახლიან.
ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია.
ვიღაცა კვდება... შორით ვისმენ ბგერებს ნაღვლიანს.
ამოდის მთვარე, _ შეცდენილი ქალის მუცელი...
ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია,
სარკმლიდან მასში ჩახშირებულ ღამეს ვუცქერი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1321 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, რითმები, leqsebi, sityvebi, პოეზიის საღამო, სიტყვები, ritmebi, poeziis sagamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0