1:11 AM ბაჩო ზაქაიძე - არსებობს ყველა-არა-ფერი / bacho zaqaidze - arsebobs yvela-ara-feri
|
ა-რსებობს სიწმინდე რომელიც უნდა იწამო,
რ-ეალობა, რომელიც ყველაფერს დაგაჯერებს,
ს-იყვარულის საპოვნელად ბევრი უნდა იწვალო,
ე-რთგულების გჯეროდეს, ის ერთთან გაგაჩერებს.
ბ-ედნიერი იყავი, ეს შენს ფიქრში იმალება,
ო-ცნებებს გაუფრთხილდი, არაფერმა დასეროს,
ბ-ავშვურობა შეინახე, ის ჩუმად იპარება,
ს-ილამაზე აღიქვი, რადგან მართლა არსებობს.
ყ-ველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ჩაეხუტო,
ვ-ნების წყურვილს ნუ აურევ სიყვარულში,
ე-ცადე, რომ კამათისას იშვიათად გაებუტო,
ლ-ოდინს სძლიე, რომ აეწყოდ სიარულში.
ა-რარაობაში ნუ დაიწყებ რამის ქექვას,
ა-რ იპოვნო სიყალბეში სასიცოცხლო ნუგეში,
რ-ომც გადიდდე, თავმდაბალი უნდა გერქვას,
ა-რაფერმა, არავისთან არ გაგხადოს უხეში.
ფ-ანტაზია უნდა გქონდეს გონებაზე ძლიერი,
ე-ცადე, რომ არ გაგევსოს გული შურით, ასე რომ...
რ-ოგორც გინდა გწყუროდეს, იყო ძლიერ მშიერი,
ი-ცოდე რომ არაფერშიც ყველაფერი არსებობს!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1266 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|