1:25 AM ბაჩო ზაქაიძე - ყველა რომ ყველაში ჩაგთვლის / bacho zaqaidze - yvela yvelashi rom chagtvlis
|
ყველა გაერთობა ჩვენით,
არავინ იფიქრებს სხვებზე,
ყველა შეეცდება დევნით,
არავინ ატაროს გზებზე.
ყველა სუსტ ნერვებზე დახტის,
არავინ არ იბრძვის სუფთად,
ყველა ხომ მეფეა ტახტის,
არავინ, არაფრად უნდათ.
ყველა გადაგყიდის ვერცხლად,
არავინ მოიხდის ბოდიშს,
ყველა როცა განთებს ცეცხლად,
არავინ, არასდროს მოდის.
ყველა სიბილწე გამშვენებს,
არავინ არ გიდგას ახლოს,
ყველა დანგრევად გაშენებს,
არავინ რომ აღარ გნახოს.
ყველა მიაშურებს თავლას,
არავინ შეჯდება ცხენზე,
ყველა გვერდზე გიწყებს გავლას,
არავინ არ ფიქრობს შენზე.
ყველა წიხლებით შეგდგება,
არავინ გამოგიწვდის ხელს,
ყველა სისხლივით დედდება,
არავინ გაპატიებს ცრემლს.
ყველა ოცნება ახდება,
არავინ აფასებს შედეგს,
ყველა ბრბოს შვილი გახდება,
არავინ დაბადებს შემდეგს.
ყველა შეგაშინებს ჯვარცმით,
არავინ დაიჯერებს შენსას,
ყველა დაუნდობლად გაგცვლის,
არავინ არავის მწყემსავს.
ყველა გმირებად აკურთხეს,
არავინ არ დგას თავდახრით,
ყველა სახეში გაფურთხებს,
არავინ გინდობს ამ განხრით.
ყველა რომ დღეებად დაგთვლის,
არავინ აგაგდებს ცაში,
ყველა რომ ყველაში ჩაგთვლის,
არავინ გერქმევა მაშინ!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1949 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|