Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi - 26 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi


1:49 AM
ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi
ძველებურად დავუყვები ქუჩას,
როგორც ცხენი უმოძრაო თავლას,
ქუჩის ბოლოს უშენობა უჩანს,
უჩანს თუმცა, მაინც ვიწყებ ავლას.

ჩუმ ღამეში მიტოვებულ სურნელს,
გადაეკრა ფერფლიანი ფარდა,
და ამ ფერფლით ამოვსებულ ურნებს,
ყველა უვლის, ყველა ერთის გარდა.

ალბათ ახლა ის ხალათი გმოსავს,
რომ მოვქარგეთ გაზაფხულზე ერთად,
როგორ მინდა შენს ტუჩებმა მომსვას,
დამაძინოს მაგ უბიწო მკერდთან.

დავატარებ იმ დაკუჭულ ფურცელს,
საოცნებო ცხოვრებას რომ გავდა,
გავიხსენებ გამობურცულ მუცელს,
ჩვენს ფიქრებში შვილები რომ გვყავდა.

ვერ ვივსები, აღარ ვიცი რა ვქნა,
წამითაც კი ვერ ვჩერდები სახლში,
ძილს ვივიწყებ, სიზმრიანად გაქრა,
დავსეირნობ გადამღვრეულ წყალში.

ეს პოეტი შენ არასდროს გაგცვლის,
განა ნდობას გააღრმავებს ფიცი?
მოლოდინი მე ვერასდროს დამცლილს,
თუ არ გნახე, ვერ ვიცოცხლებ ვიცი!!!

გულში ვითხრი ნერვებისგან საფლავს,
საფლავს სადაც უშენობას ვმარხავ,
ვცდილობ მაგრამ ვერაფერი მთაფლავს,
ასე ვფიქრობ ვერასდროს ვერ გნახავ.

ამ ოთახში ალბათ აღარც გძინავს,
არც ამ სახლში დაგრჩენია რამე,
მონატრება ღვინის ბოთლში მძირავს,
არ მთავრდება უშენობის ღამე.

ძველებურად დავუყვები ქუჩას,
ღამეც არის ძველებურად მუქი,
შენს ფანჯრებს კი უშენობა უჩანს,
მაინც მჯერა აინთება შუქი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1381 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0