Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame - 26 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame


1:55 AM
ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame
ოთახი სადაც არავინ არის,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლი,
ოდნავ ფაჩუნი დახურულ კარის,
მწველი ჩურჩული: “დროა დაწოლის”.

ორად ჩახსნილი წითელი ფარდა,
საბანი შიშველ მკერდის ნუგეშად,
ნელ-ნელა ქვევით სამოსის ვარდნა,
ტუჩების შებმა ოდნავ უხეშად.

ვეტრფით ერთანეთს ვნებაზე მეტად,
კოცნით, ფერებით ვეძებთ საერთოს,
ორი სხეული ვართ თითქოს კენტად,
არ გვინდა ღამეს დილა დაერთოს.

ვამპირის მსგავსად მივიწევ ყელთან,
მინდა დაგატყო ურცხვად ეშვები,
არ მეჩქარება თუთუნის ღერთან,
შენს სიშიშვლეში მხეცად ვეშვები.

მიყურებ ქალზე გამომწვევ მზერით,
ბრჭყალებით მამჩნევ წელზე ნაკაწრებს,
გული თავს იჩენს ძლიერი ძგერით,
ღამის დროება დიდხანს დაგვარწევს.

როლი მოვირგე სხეულზე გიდის,
ვეთამაშები სუნთქვით საყურეს,
ბაგე სხეულთან მიმოხვრით მიდის,
მთვარის სხივები ჩუმად დაგვყურებს.

ღრმა ამოსუნთქვა მაგიჟებს კვნესით,
შენს გასწვრივ ვწევარ, ხანაც გვერდიდან,
მუცელს დაგისრეს მაჯების ფესვით,
და თითქოს რძეს გწოვ ცხელი მკერდიდან.

ნაზად დაგითვლი მკერდს ქვევით ნეკნებს,
ვსახლდები შენზე ტყუპი მკლავებით,
გბურძგლავს, ვარდივით იხეთქებ ეკლებს,
და ჟრუანტელის ცეცხლში გავებით.

დაგლეჯილ ვნებით გიკოცნი სახეს,
ქანცგამოცლილი ვთელავ ბალიშებს,
სუნთქვის სიხშირე სხეულებს არხევს,
ვგრძნობ ღამე შენგან არსად გამიშვებს.

სხივები მოჩანს მხურვალე დილის,
სიგარა იწვის მარტო თავისთვის,
თუთუნის კვამლში ჩაება ძილიც,
საკმარისია პირველ ღამისთვის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3637 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0