Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari - 26 აპრილში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari


2:07 AM
ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari
მთვარე ჩამოივლის ღამის პოდიუმზე,
ნახევრად ჩამქრალი იწყებს ჩამოჯდომას,
სადაც მნათობები ზეცის ბორდიურებს
ჰგავს და უსმენს ღამეს, ისიც არ მუნჯდება.

უყვება ბალადებს ძილის წინ ზღაპრებად,
სანამ გათენდება დილა დაძინების,
(ხანაც გადახედავს თუ როგორ გაქრება
მნათობი, -ვერ უძლებს ფიქრთა დამძიმებას.)

ხატავს როგორია სხივებგადასხლული
მზე, როცა დაატარებს ღრუბლის სათვალეს,
მერე რომ გადახლეჩს, წვიმებად მოასხამს,
იდარებს და რეისს საღამოს ამთავრებს.

მთვარეს კაბადონზე ფიქრი დაებნა და
ვარსკვლავის ვარდნაზე ოცნებებს დანებდა,
ნატრობს ერთი სხივი მასაც დაებადა
გაბრწყინდებოდა... ამთავრებს ღამე და

როგორც მეეზოვე ფოთოლთა თავშეყრას,
ისე გადახვეტავს დილა ვარსკვლავებს და
თითქოს აპოსტატა განცდილი არშიყობს
ალიონი გამოწვდომილ მზის მკლავებთან.

მზემაც შემოაღო დილის აივანი,
სხივები მთის კალთებთან მოკეცავს მუხლებს,
გადაშლილია ცის-სარტყლის ბაიანი,
და ღამე ზღაპრის ბოლოს მთვარესღა უმხელს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1336 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0