Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - წერილი მამას / bacho zaqaidze - tserili mamas - 14 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 14 » ბაჩო ზაქაიძე - წერილი მამას / bacho zaqaidze - tserili mamas


7:38 PM
ბაჩო ზაქაიძე - წერილი მამას / bacho zaqaidze - tserili mamas
შუაღამისას, მახსოვს დედა ყვებოდა ამბებს, თბილ ქვეყნებიდან როგორ მოჰყათ წეროებს ბავშვი, ვფიქრობ და ფიქრი “დედის ძველი მძივივით მაბნევს,” სად მიდის წერო უკვალოდ, რომ დამტოვა ქარში. რამდენჯერ სხვებში შეგამჩნიე ნეტავ ვინ დათვლის?! იცი ?! სარკმელთან მოლოდინი ხშირად მქონია, შენი წვერივით თერდებოდა დღეები ზამთრის. შენს ნახატებში სევდაა და მელანქოლია. ამ წერილს ვწერ და მგონია რომ ღრუბელი არის, ერთ დღეს იწვიმებს, რომ გაიგო როგორ მაკლიხარ. უშენოდ ყოფნა იგივეა დახურო კარი, დამალო დღეს და გაამხილო ძველი ნაკლი ხვალ. ჩემი ცხოვრება გოლგოთას გავს ოღონდ უღმერთოს, ანუ ტალანტი გამაჩნია მაგრამ ამაო, ბავშვობიდანვე მარტოობის კერპი აღვმართე და მის აკვანში უკვდავობის სენით ვქანაობ. მეცვლება ხშირად ხასიათი - შენი გენია და გემოვნებაც ცვალებადი დამყვა ასევე, მაგრამ ეს სისხლი ამომიღეს, თითქოს, ვენიდან ცარიელ ადგილს სევდითა და დარდით ავსებენ. ძნელია დედა შუაღამით ყვებოდეს ამბავს, წეროს ზღაპარზე, როცა უკვე ბავშვი დიდია, როცა “უღელი მეუღლეებს კარგად ვერ აბამს და წეროების მსგავსად ზოგი სხვაგან მიდიან.” tegebi: werili mamas, cerili mamas, tscerili mamas, tserili mamas, bacho zaqaidze, bacho zaqaidzis leqsi, bacho zaqaidzis shemoqmedeba, bacho zaqaidzis leqsebi, b. zaqaidze leqsebi, b.zaqaidze, ბ. ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, წერილი მამას ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3001 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ბ. ზაქაიძე, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0