9:06 PM ამირან ჯანჯღავა - ძმაო !!! / amiran janjghava - dzmao!!!
|
ძმაო, იცოდე ჩემში გული ძგერს ბევრჯერ ნაკორტნი, ბევრი ბაღვაშის არ შეუდრკება მაინც გულივერს თავს არ დაიხრჩობს, რუხთან შავ ზღვაში
ძმაო, ამ გულს სურს, ჩვენი ჟივილი ისევ ესმოდეთ ვერას,ხილიანს ჩვენც გამოვზარდოთ, ერთი ჟიული და ნუღარ მოვკლავთ, მეტჯერ ილიას
ნუღარ მოვკვეთავთ, უტას მარჯვენას და ნუ გავყიდით ერის საგანძურს როგორ, მტკივა და მაინც არ მჯერა მაგრამ სიკვდილიც, უკვე აღარ მძულს
ძმაო, თუ სიყრმეც წლებმა გალიეს ნეტავ, აქამდე რისთვის გვივლია თუ ჩვენს ქალაქში, ცნობენ ალიევს და წიწამურთან კლავენ ილიას
მინდა იცოდე, ძმაო რომ გული მე მაქვს სულ-ზეც კი, უფრო სულ დიდი არც, მეფე ლირი და არც ლომგული ოხშივარი ვარ მე, იმ ზუგდიდის
სად, რომ ქუგალეს თბილად მეტყვიან ჰაუს დასძახის, სადაც ბებო ქორს სად, ვეფარები შენ წილ, მე ტყვიას და ხის ჩრდილში კი, ცოტნე ბობოქრობს
ძმაო, დროა და მოვრჩეთ აფსუსებს გულს ნუ დავახრჩობთ, ძველი დარდებით კვლავ შევუთვალოთ, მოძმე აფსუებს რომ, ჩვენს მიწაზე, ისევ დავდგებით
რომ მე და შენი, ძმობის მარცვალი ისევ გამოზრდის, მრავალ დადიანს შენც კარგად იცი ძმაო, რაც არი შენს მიწაზე, რომ სხვები დადიან.
ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები / amiran janjghava - mecamete tvis poetebi
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1693 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, amiran janjghava, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|