მთავარი » 2014»აპრილი»14 » ამირან ჯანჯღავა - ასე არსებობ... / amiran janjghava - ase arsebob...
9:11 PM
ამირან ჯანჯღავა - ასე არსებობ... / amiran janjghava - ase arsebob...
ასე არსებობ ჩემთვის, როგორც მარხვის აკრძალვა და როცა მთებში, ცოდვისფერი ნისლი ფარავს სკებს მინდა, ბაგეზე დაღვენთილმა, ვნების ნაკრძალმა მეც შემიფაროს თუნდაც იყოს, ეს დღე პარასკევს
ასე არსებობ ჩემთვის,როგორც მზე და ორბიტა ვბრუნავ და მაინც ვერ მოვაღწევ, ვიცი შენამდე როცა დაგტოვებს ყველა, ვფიცავ ვარდებს მოგიტან ოღონდ, ეს ბოლო მარხვის ცოდვა მაინც შემინდე
ვერ მოვითმინე ოთხშაბათს და შენი სურვილი მამლის საერთოდ გაჩენამდეც,ღმერთან წამომცდა დღეს კი ქცუელი, თეთრ ღრუბლებად,შენთან სულ ვივლით მე და წვიმები,რადგან ვიცით,მხოლოდ გვწამობს ცა
ასე არსებობ ჩემთვის, როგორც ყველა აკრძალვა ყველა ქუჩას და ყველა ბილიკს, ცრემლები მოსავს ვერ შემიფარა, რადგან შენი სულის ნაკრძალმა ერთად დაგიცდით, შენ და უფლის მეორედ მოსვლას .