Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - შენ და აპრილი / amiran janjghava - shen da aprili - 14 აპრილში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აპრილი » 14 » ამირან ჯანჯღავა - შენ და აპრილი / amiran janjghava - shen da aprili


9:19 PM
ამირან ჯანჯღავა - შენ და აპრილი / amiran janjghava - shen da aprili
მტკივნეულია მონატრების ყველა სენი და
შენით საზრდოობს, ყველა ბგერა, სულის და პირის
მინდა დავიწყო, მე ცხოვრების ათვლა შენიდან
დილა პირველი, მოდი იყოს დილა აპრილის

მოდი დღეებსაც, სახელები ჩვენვე დავარქვათ
ჩვენ მოვიგონოთ, მიჯნურობის სულ სხვა ეპოქა
ერთად დავთვალოთ, რაც ზღვის ფსკერზე, კენჭი და რაც ქვა
მზეც,ორი შევქმნათ, თორემ ერთი ვის რად ეყოფა

ვის რად ეყოფა, ან რა ვიცი ხვალ, რას აპირებს?
იქნებ, შენსავით აღარ სურდეს, ჩემი დანახვა
თუკი, მარტივით მომახვევენ მხრებზე აპრილებს
უფრო მარტივად, შენც იქნები სხვების თანახმა

დღეს კი, შევცურავ უშენობის, იმ ღრმა მორევში
სადაც, ვერავინ ვერ იპოვნა, დღემდე ნაპირი
ვერ გამოვსწორდი და ოცნებებს, ვეღარ მოვეშვი
ალბათ,ა მიტომ შემიყვარდით : შენ და აპრილი

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები / amiran janjghava - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1423 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, amiran janjghava, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0