1:12 AM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ზღაპარი ზამთარზე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - zghapari zamtarze
|
ზამთარიც საბანს იხურავს, ვერაფრით ისე ვერ თბება, სიცივეც ტბაში დაცურავს, როს მთვარე ზამთარს ეხვევა.
ხელოვანს გული უთბება, სხეულს კი სცივა ისევე, როცა კი ყინვას უკვდება მშობელი - თოვლიც ისვენებს...
შემდეგ კი დაიცრემლება, წამოვა წვიმა ძლიერი მაშინაც ღრუბელს ეცლება შვილები - ჰარი, პიერი...
სახელით აღარ ჩამოვთვლი, კიდევ სხვა შვილებს შეწირუვლს, ვარდება წვეთი ასველებს მიწას და კვდება, შენზე წუხს...
თუ ძლიერ გიყვარს შენ წვიმა, გამოხვალ, ფიქრობ, სველდები... დრო რომ გავიდა შეგცივდა, დედიკომ გითხრა შეჩერდი...
წამოდი თბილად სახლში და ვილაპარაკოთ ბუხართან, შენ ალბათ ახლა მოგშივდა. ამ ზღაპარს შენ თუ უნახავ
დასასრულს, როცა ვერ ხვდები, მაგრამ ბუნება მოითხოვს, ამ ზღაპარს ალბათ ხელახლა, ზამთარი ჩუმად მოგითხრობს...
და დაივიწყებ ამ მითსაც, როგორმე დროსაც გაატანს, და თოვლი ისევ ამინდსაც, დაატყობს თავის გარდაქმნას.
ოდეს აღდგება სიცოცლე, ფიფქებიც რომ გამრავლდება, დაიფარება მთა-ბარი, სითეთრე გულში ჩამყვება...
თოვლს შეეხები ხელით და თუ იგრძნობ სითბოს, სირბილეს, მაშინვე დაგისველდება, თითქოს ცრემლებმა იდინეს...
თოვლი, ბავშვები, გართობა, სიცილი და სხვა გრძნობები... და ნეტავ სიზმრად მამყოფა, სახეზე მიგადნებოდი...
სიცივეც კარგი რამაა, ყველაფერს უნდა გაგება, ზამთარი მოვა-გადავა, წალეკავს ფიქრებს-დარდებსაც.
თოვლი მოვა და იმედსაც დავიტოვებ რომ მე ციდან დაველოდები იმ დღესაც... რომელიც წუხელ მესიზმრა!..
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 27.12.2014
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1705 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: nikoloz kartveli, Nikoloz Dzamiashvili, ნიკოლოზ ქართველი, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ძამიაშვილი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|