03 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 03



თორრნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი - video


ძალიან კარგი მგოსანია, განსაკუთრებიც ლამაზი სიტყვები აქვს საქართველოზე ამ ლექსში, მოუსმინეთ მას, არ ინანებთ და ვინც არ იცით გაეცანით მის შემოქმედებას.
თორრნიკე ნაროზაულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის "სულ რომ არაფერი"-ს სიტყვები-ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2415 / თარიღი: 2015-01-03 / 3:05 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ჩემი მეგობარი ჯიზი / gega odisheli - chemi megobari jizi


ჯიზ,
ამინდია ისეთი მშვიდი,
რომ შეიძლება ამ ღრუბლებში კიდეც გაცურო..
ჯიზ,
შენ აუტიზმი გაქვს
იოლ ფორმებში,
აუცილებლად უნდა იცოდე,

ჯიზ,
როგორ მიძლებ?
ან როგორ მიტან მთვრალს?
ან უსაქმურს?
ან ასე ხშირად უხასიათოს?
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1408 / თარიღი: 2015-01-03 / 2:20 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - მინიატურული... (ექო) / gega odisheli - miniaturuli... (eqo)


ვერცერთი ლექსი ვერ შეძლებს
იყოს ისეთი მუსიკალური,
როგორც ჩემი გული შენი ნახვისას..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1231 / თარიღი: 2015-01-03 / 2:18 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ძველი ლექსები / gega odisheli - dzveli leqsebi


***

ეს იყო მაშინ,
როცა ატმებმა იყვავილეს
და როცა მთებზე დაიბღავლეს ფურირემებმა,
და მერე მოვკვდი..
-წვიმა ხომ გახსოვს?
-სულელი წვიმა,
გამოპარული ღრუბლის მტევნების საწნახელიდან.. ..

ხომ გახსოვს ის დღე, გაზაფხულის გრილი საღამო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1787 / თარიღი: 2015-01-03 / 2:09 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ჯიზ / gega odisheli - jiz


იყო დღეები,
კეთილი იმედებით რომ დაიწყო და
კეთილად დამთავრდა..
ასეთი დღეები ყავისფერი დღეებია,
არაფრით გამორჩეული და საინტერესო..

იყო დღეები, რომლებმაც ვერაფერი თქვეს
გარდა თავთი სახელისა,
რომ იყვნენ თეთრი დღეები,
და ისე გაუყვნენ გზას
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1050 / თარიღი: 2015-01-03 / 2:06 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - მილიონი წლის სიზმარი / gega odisheli - milioni tslis sizmari


1.
მე დავიბადე შემოდგომის სველ თოვლში
და სარკეში ვცხოვრობ.
ჩემი სხეული ელოდება მზეს,
მკვდრების სიზმრებიდან გადმოსულს..
როგორც ცოდვების მონანიება,
ნაცვლად პირველი სიყვარულისა
მე გავეცი ჩემი სიცოცხლე.

2.
გაღვიძებისას ამოწურე ყველა იმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1081 / თარიღი: 2015-01-03 / 2:04 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - შაქრის ჯარისკაცი / gega odisheli - shaqris jariskacebi


მე შსქრის ჯარისკაცი ვარ
და ხელში მიჭირავს წყლის პისტოლეტი,
ვემზადები სველი ომისთვის,
სადაც ყველა მსხვერპლი ქილაში ბრუნდება
და ეს ომი თუ ვერ მოვიგე,
ვერ მოვალ შენთან ,
ვერ მოგიყვები ისტორიებს გენერლებზე,
რომლებიც გადნენ..

თუ დავმშვიდდები, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1234 / თარიღი: 2015-01-03 / 2:02 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ტბა / gega odisheli - tba


მშვიდობით,ყელგამოღადრულომზეო
[გიიომ აპოლინერი]

ვცურავ ძველ ტბასთან,
მიტოვებულ პორტთან ვცურავ ნავიშობილა.
ხელს ვუქნევ დასავლეთით
დაგორებულ მზეს.
.
მივდივარ შორს,
თუ ამინდმა ხელი შემიწყო,
ნიჩბები მაინც თუ დამრჩა მთელი
გავაღწევ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1064 / თარიღი: 2015-01-03 / 1:56 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ბოლო ოთახი / gega odisheli - bneli otakhi


ეს ოთახია სადაც ხშირად შემოვდივარ,
ბეწვის ან მშრალი ხიდით.
მეასე ცდაზე მაონც შევძელი გავმძვრალიყავი ნემსის ყუნწში..

შენამდე მოსასვლელ ბილიკს,
სულ არ მოვყავარ ამ ლურჯ ოთახში,
სადაც შენი ბოლო სიკვდილი მახსოვს..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1218 / თარიღი: 2015-01-03 / 1:55 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ფერიცვალება / gega odisheli - fericvaleba


აუღელვებლად მიიძინა მეგრელის ცირამ..

ძველი კედლები, გაზეთები, ძველი ტერასა,
ვგრძნობ რომ ეს გული, ვერ გაუძლებს ამდენ აკვიატ-
-ებას ან ებებს, ნერვები მაქვს შემოტევაზე,
ნეტავ ეს მაინც მაცოდინა ამ ქალს რა ქვია..

და ასე მშვიდად მიეძინა მეგრელის ცირას,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1743 / თარიღი: 2015-01-03 / 1:54 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - 19.12.2008 / gega odisheli - 19.12.2008


ყველაფერი სასაფლაოზე დაიწყო..
სასაფლაოზე რაც გაგრძელდა ის არ იყო , რაც იქ დაიწყო..
რაც გაგრძელდა, შემოდგომის შემდეგ არავის გახსენებია..
შემოდგომა კი, აგვისტოში, საბედნიეროდ..

შენ თოვლში მოკვდი, პირველ თოვლში
და ხის ჩიტებმა მიგაცილეს სასაფლაომდე,
სადაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 992 / თარიღი: 2015-01-03 / 1:50 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - თარიღები / gega odisheli - tarighebi


ეს თოვლიანი ამინდები არ დაგავიწყდეს,
არც ეს ჩიტები დაგავიწყდეს, არც ეს დღეები,
ჩემს ფანჯარასთანს შეღამება იმტვრევს ლავიწებს,
და მომავალი ხუთშაბათი მოგაქვს ხელებით.

შენ შეგიძლია სიბნელეში თავი მოკლა,
რომ სულ არავინ დაინახოს შენი სიმხდალე,
მაგრამ შარშანდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1109 / თარიღი: 2015-01-03 / 1:48 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ამ გზის იქით, ტყე არ არის / gega odisheli - am gzis iqit, tke ar aris


ამ გზის იქით, ტყე არ არის,
არც ლამაზი ზღაპრებია, ამ გზის იქით..

არც ყვითელი ორქიდეები იზრდებიან ცხელ ქვიშებში
და მითუმეტეს,
არ მავიწყდება პრობლემები..

იქ ჩვეულებრივი მზე ანათებს,
არცისე დიდი, არცისე ყვითელი..

ამ გზის იქით შენი სახლია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2015-01-03 / 1:46 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - მკვდარი სითეთრე / gega odisheli - mkvdari sitetre


ამ სითეთრეში შენ რა უნდა წერო ისეთი,
უბის ბეღურებს რომ გაათბობს ? - ჯობია დაწვა,
ყველა სტრიქონი, ხველა ხაზი, ყველა მიზეზი.
ცხრამეტი წლის წინ, დაიღალა მამა და დაწვა,
ფოთლის კუბოში. დეკემბერშიც არის ფოთლები.

ახლა უბრალოდ ყველა ქუჩა , ყველა ლოგიკა
გზას ამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1080 / თარიღი: 2015-01-03 / 1:44 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ალიენაცია / gega odisheli - alienacia


მალე შემოდგომა როგორც ღამის მატარებელი
ჩამოდგება და სულის რელსებს აახმაურებს
ჩვენ ჩვენსავე ანქსიოგენურ პროცესიაზე მოგვკლავენ
ღამეს არ ექნება ბეტონის
ან ხის ბარიკადები..

მანამდე:
-მე შევიშალე
და ახლა , როცა ქუჩაში დამაქვს მაწვნის ქილები
გე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2015-01-03 / 1:44 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - გაზაფხულის პანორამა / gega odisheli - gazafkhulis panorama


ორი ღამეა დარჩენილი, მერე აღდგომა..
ოცდათორმეტი (ტრადიციით) კვერცი შევღებე,
ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან, ნახტომი,
რომ გამოვიდეს. დაზუსტებით :
-მანძილს შეხების
ვამოკლებ, ვცდილობ, ვიძაბები, ვძვრები კანიდან,
მზეს არც თუ ისე იშვიათად (უკვე ვეჩვევი),
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2015-01-03 / 1:41 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ფოთლები კასიმე / gega odisheli - fotlebi kasime


ეს შენი ქუჩაა კასიმე,
პალმები აგვისტოს ტირიან,
მოხუცი ქალივით ნაზია
ბუნება, სექტემბრის პირია.
გაიძრეს სიმწვანე ხეებმა,
ყვითელი ჩაიცვეს შილიფად.
დარდისგან დამიჭკნა ხელები,
წერაც ვერაფერი შვილია.

ეს შენი სახლია კასიმე,
აგვისტო, საღამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1169 / თარიღი: 2015-01-03 / 1:40 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - დამშვიდობება (ციკლიდან კამელ მე-5 ლექსი) / gega odisheli -damshvidobeba (ciklidan kamel me-5 leqsi)


დაკუჭულ მხრიდან გადაიძრო მიწამ მანტია,
კამი, ისევ გწერ, ბოლოჯერ და გემშვიდობები,
ახლა პარიზში, როგორც მაშინ ისევ მარტია,
ჩვენთან კი მთაში გრუხუნებენ ქისტის თოფები.
მთვარე რკოსავით მუხის ტოტზე ჩამოეკიდა,
მალე სიბნელე გადაყლაპავს უშბის ქარაფებს,
და სისხლის წოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1808 / თარიღი: 2015-01-03 / 1:39 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - ჯარჯი... / gega odisheli - jarji...


ჯარჯი! ღამეა, ბილიკებზე ღმერთი გადაწვა,
ობლის კვერივით დაუდია ღრუბლებზე მთვარე
და პაპაშენი როცა ქალწულს უშლიდა ნაწნავს,
მაშინ ოდიშში მოდიოდა თარაშ ემხვარი.
ჯარჯი! ჯიხვები მაღალ მთებზე ჩლიქებს ლესავენ,
თქვენთან კი ალბათ შემოდგომა მის წილს მოიჭამს,
ჩვენთან კოლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1036 / თარიღი: 2015-01-03 / 1:38 PM / შაბათი

გეგა ოდიშელი - დღევანდელ დღესაც არაუშავს ძვირფასო კამელ / gega odisheli - dghevandel dghesac araushavs dzvirfaso kamel


დღევანდელ დღესაც არაუშავს ძვირფასო კამელ,
შორია ნიცა თბილისიდან, თავადაც იცი,
დიდიხანია აღარა ვსვამ საძილე წამლებს,
მაგრამ წყეული მარტოობა ძალიან მიჭირს.

ჩვენთან ნისლია, წუთი-წუთზე წვიმას აპირებს,
ვზივარ და ისევ ვეღარ უძლებს გული მოლოდინს,
ეს მერამდენე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1014 / თარიღი: 2015-01-03 / 1:37 PM / შაბათი

თორრნიკე ნაროზაული - სულ რომ არაფერი / torrnike narozauli - sul rom araferi


სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 10194 / თარიღი: 2015-01-03 / 1:22 PM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0