05 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 05



აკაკი სურმანიძე - ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ” / akaki surmanidze - locva-vedreba "mzeo mariam"


ოთარს

მარად ქალწულო,
ღვთისმშობელო,
მზევ სულთა ჩვენთა,
როგორც წყურვილით გათანგული ყარიბი მგზავრი,
მოვდექი თხოვნით, მოწყალების შენგან მსურველი,
რათა ლოცვაში გაგიმხილო
საქვეყნო ჯავრი:

წრფელი ხარ შენ და
უცილოა განზრახვა შენი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2015-01-05 / 4:46 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ჩემი სამშობლოს გული მეძახის / akaki surmanidze - chemi samshoblos guli medzakhis


ჩემი სამშობლოს გული მეძახის,
დედის გულივით სათნო, კეთილი.
-ხატი, სანთლების შუქით გამთბარი,
-ცრემლი, მირონად ჩამოღვენთილი.
მე პოეზიის ძუძუს მაწოვებს
მშობელი ცის და მიწის ჯავარი.
იგი არ მკითხავს ვინა ვარ, რა ვარ,
სიმართლე არის მისთვის მთავარი.
ერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1086 / თარიღი: 2015-01-05 / 4:45 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ასე ყოფნა არ იქნება / akaki surmanidze - ase kofna ar iqneba


"ბიჭო, ბიჭო ალექსაო,
ნუ უყურებ ქალებსაო,
დიგინახვენ პატრონები,
დიგიყლეპენ თვალებსაო"

ხალხური

ლალის, ლალის ლალებიო,
დავალ დანამთვრალებიო,
რომელ ქალზე შევაჩერო,
დასავსები თვალებიო.

ერთმანეთზე ლამაზები,
ერთმანეთზე კ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1161 / თარიღი: 2015-01-05 / 4:43 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - გიხაროდენ / akaki surmanidze - gikharoden


,,აჭარამ უნდა მოაქციოს მთელი საქართველო"
ილია II

გამოგვაცალეს
ბუჯნი ქართველთა:
-გმირი სელიმი,
-ბრძენი ილია,
ბედის სასწორი
ჯვარის მტვირთველთა
ბოლომდე მაინც არ დაიძლია.

განვლიეთ დრონი
კენტი და ლუწი,
ქართლოსის ჯიში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2015-01-05 / 4:35 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ზეცა იხსნება / akaki surmanidze - zeca ikhsneba


ზეცა იხსნება,
იყრებიან კუშტი ღრუბლები,
ეს ნეტარება
დაკოდილ გულს
რა ცოტა ახსოვს,
მთვარე იღვრება,
ხავერდოვან სამოსელს მაქსოვს
და ისევ პირველ სიყვარულზე
გესაუბრები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1004 / თარიღი: 2015-01-05 / 4:34 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - კრიალოსანი / akaki surmanidze - krialosani


შუახევის ერთ სოფელში, დაბადებიდან ბრმა, მოხუცი ქალბატონი ვნახე, ხელში აბრეშუმის ძაფზე ასხმული, ხისგან გამოთლილი ქართული ანბანისაგან შედგენილი კრიალოსანი ეჭირა და მარცვლავდა. - `მრავალი წელია ვეფერები ამათ და ძალას მაძლევსო!”

შენი სული ერთვის
თამარსა და საბას,
გვისახსოვრებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1655 / თარიღი: 2015-01-05 / 4:32 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ლექსი ქართული / akaki surmanidze - sleqsi qartuli


ჩემი სუნთქვაა ლექსი ქართული
სატევარივით წელგამართული.
- პირით ფხიანი,
- ბწკარვეფხვიანი,
ორომტრიალში
ფიცხლად ჩართული.

ჩემი ლოცვაა
ლექსი ქართული
პატიოსნება
შემონახული.
- ტანვაზიანი,
- მაღალზნიანი,
ტაძრის ჩუქურთმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2015-01-05 / 3:59 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - სავიზიტო ბარათი / akaki surmanidze - savizito barati


როგორც სულის ყვავილი,
მომიძღოდა მარადის,
მადლი ხალხურ სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის.

ნაბადივით მესხა და
ყაბალახად მეხურა
ჩემი `ოდოია” და
ჩემი ~ხასანბეგურა.”

სულ თილისმად ვატარე
სტვირია თუ ფანდური.
ხმალის ჟინი - `ჩაკრულო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1166 / თარიღი: 2015-01-05 / 3:58 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - უწყვეტი გამმა / akaki surmanidze - utskveti gamma


აკვნის კამარა,
თმის კავი და
სანთლების სამა,
აი, დიადი სამი ძალის
უწყვეტი გამმა.

მომავლის მზერა,
თბილი სუნთქვა
და სავსე უბე -
ვით სიცოცხლის და
სიყვარულის
უშრეტი გუბე.

ჩვეული ჟინი,
არტახები
და აკვნის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1009 / თარიღი: 2015-01-05 / 2:56 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ჩემს სოფელს / akaki surmanidze - chems sofels


მკვდარიც შენი ვარ, ცოცხალიც,
ვმღერივარ, რა დამაღონებს,
ეს სიყვარული მარადის,
გაფრენილ ყრმობას მაგონებს.
დაგეხსომები უთუოდ,
პოეტი კაცის სახელით,
შენით თუ შენზე მლოცველი,
მხოლოდ სიკეთის მზრახველი.
გულს მოფენილი ბწკარედით,
როგორც შენ ლურჯი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2015-01-05 / 2:55 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ჭიამაია (ანუკის) / akaki surmanidze - chiamaia (anukis)


მალე ბედი თავის სათქმელს იტყვის,
ყოველი დღე შენს მომავალს სახავს,
მოვა, ვინმე უეჭველად მოვა,
როცა შენში გულის რჩეულს ნახავს!

საქმეს მხოლოდ შენი ჭკუა არ სჭირს,
ამ ცხოვრების გამოცანა დიდია,
შენ, რძესავით ყურის თხოვა გჭირდება,
შენი ხვედრი წუთი-წუთზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1657 / თარიღი: 2015-01-05 / 2:54 PM / ორშაბათი

აკაკი სურმანიძე - ხანძართა გვერდით / akaki surmanidze - khandzarta gverdit


ხანძართა გვერდით,
როცა სულში კიალებს ჭრაქი,
ნუ ქნას უფალმა,
დავიჩემო უმსგავსო ბაქი.
მთავარი, - ჭრაა!
და თუ გასჭრა შუქმა წკვარამი,
მეტადრე კარგი,
მეტადრე კარგი,
სანატრელია განა სხვა რამე
თუ განმაშორა შუქმა ვარამი?
მადლი შენს ნათელს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2015-01-05 / 12:23 PM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - დალოცა და გამოცალა / ana surmanidze (qaltamze) - daloca da gamocala


დალოცა და გამოცალა
ღმერთმა პირმშოს ფიალა
და ფეხმძიმე პოეზიამ
ლექსი იმშობიარა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2015-01-05 / 11:19 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - ავტოპორტრეტოგრაფია / ana surmanidze (qaltamze) - avtoportretografia


ჰამაკში ვწერვარ
ვისვენებ და შევსცქერი ზეცას...
ღმერთო!...
ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული...
ჩანასახიდან
როს ჯერ კიდევ მუცელი მეცვა
ვითვლი დროის ზრდას... რა დრო გასულა...
დედამ იკივლა...
ტკივილისგან შეიძრა მიწა,
ტკიოდა ხორცი, ძარღვში ურ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1234 / თარიღი: 2015-01-05 / 11:18 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - არ იცი! / ana surmanidze (qaltamze) - ar ici!


მიცქერ და დუმხარ,
წყვეტილად ამბობ,
რომ თვალი ჩემი თავადვე მიტევს...
უსასრულოა ეს ტევადობა
და ზეცის ამბორს ნუ ადებ კლიტეს.
მაგრამ არ იცი, (ეს მერამდენედ)
ზეცის ამბორი მიწამ გათელა,
გადათელილი ნაფეხურები,
ჩამოეკიდა ზეცას სანთელად.
რად შევე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 1265 / თარიღი: 2015-01-05 / 11:17 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - დამშრალი ნოემბერი / ana surmanidze (qaltamze) - damshrali noemberi


სული დამეწყრა ფიქრთა ნამქერმა...
ამხსენით!...სისხლზე მაქვს ბორკილები!
გადმოიღვაროს მინდა ჩანჩქერად
სისხლი, სხეულში ნაბოგინები!
ახლა გარდაცვლილ სიმშვიდეს ვუხმობ,
ის კი ფარფატებს სამყაროს მიღმა...
ამღვრეულ სულს და ცვარიან თვალებს
ყოველდღე მაინც სიმშვიდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1126 / თარიღი: 2015-01-05 / 11:15 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - მეფისტოფელები / ana surmanidze (qaltamze) - mefistofelebi


მტრედებით სავსე ქვაფენილზე დავაბიჯებ და
მტრედი მშვიდობას, ჩემი სისხლი ბრძოლას მაუწყებს,
დღეს მატიანე ისტორიას ამახინჯებდა,
ვაითუ შუბლზე შერჩენილი ძარღვიც გაუწყდეს.
ვაითუ დღესაც ორმაგია მლიქვნელთა რიცხვი,
ვაითუ დროშა მავანთათვის მხოლოდ ნოხია,
უფლისგან ვიცი, ნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1252 / თარიღი: 2015-01-05 / 11:14 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - სისხლის აქცია / ana surmanidze (qaltamze) - siskhlis aqcia


“...და ალიონზე”
ლორთქო ბალახს ცვარი წასკდება,
მე კი ცრემლები...
ტერფით ცვარი ცრემლად ვაქციე,
ბადაგისფერი სითხე ძარღვში ნაპირს ასკდება, -
სივრცე არ ჰყოფნის - საპროტესტოს
მართავს აქციას.
“მეტი მოზიდეთ...”
ნაპირები დაფარა ღვინომ...
არსებულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1070 / თარიღი: 2015-01-05 / 11:14 AM / ორშაბათი

ანა სურმანიძე (ქალთამზე) - შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ / ana surmanidze (qaltamze) - sharbatsizmari anu afkhazets vikav


აფხაზეთს ვიყავ წუხელ სიზმარში...
იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...
შემომეგება და ჩემს წინაშე
ხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.

მთლად ქართველებით გაივსო მიწა,
აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...
ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,
ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1384 / თარიღი: 2015-01-05 / 11:11 AM / ორშაბათი

შერგილ სუხიტაშვილი - მზის კაფიები / shergil sukhitashvili - mzis kafiebi


მზე ეტრფის შუქით მდიდარ საკინძეს,
სინათლე ებრძვის იღბალს უკუღმართს,
მკლავმოუღლელი ვით არსაკიძე
მზით ვძერწავ შენი სულის ჩუქურთმას.
მკვნესარი ჩაკვდა გულში ტკივილი,
სუნი მთიების დაჰყვა თუ ჩემს მზეს,
ეს არის შენი ნუშის ღიმილი,
სულის იების დამღა ტუჩებზე... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1418 / თარიღი: 2015-01-05 / 10:49 AM / ორშაბათი

შერგილ სუხიტაშვილი - მზის სამკაული / shergil sukhitashvili - mzis samkauli


წმინდა სხივების ნარმა ვილოცე,
ღმერთის ცრემლებს რომ ბარდნის სილაზე,
და სძინავს დილის მარმარილოზე
შენს ღიმილს, გაშლილ ვარდის სინაზეს.
ჩაკვდა შავი მთის გენის ყვირილი,
ამღერდა ლექსი ზღვა ნების ლომად,
ცამ შეიხორცა შენი გვირილის
ღიმილი, –ირმის თვალების კრთო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1112 / თარიღი: 2015-01-05 / 10:49 AM / ორშაბათი

შერგილ სუხიტაშვილი - მონატრება / shergil sukhitashvili - monatreba


შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდი
მთას, და გაშავდა ბედის ყელი და,
წაკიდებია მღვრიე ზღვას ბინდი,
კვნესის ხმა ისმის სევდის ველიდან.
ცივდება სისხლის ხეთა ხელები,
იბანს ლურჯ სხეულს ქართან ტალღები,
მიაქვს სიცივე ღმერთთან ხველებით
და ლოცვა, რწმენის კართა გამღებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1366 / თარიღი: 2015-01-05 / 10:48 AM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0