26 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 26



ელენიკო კავთუაშვილი - ზღვა / eleniko kavtuashvili - zghva


ზღვა როცა ღელავდა, გეძახდა წარსული,
შენ სადღაც ღრუბლებში დაიდე ბინა,
ახლა ზღვა მშვიდია და აღარ გეძახის,
ახლა ზღვას ღრმა ძილით სძინავს...
სიმშვიდე გინდოდა და აი, მიიღე,
თოლია ნაპირზე უჩუმრად ფრინავს,
ფსკერზე ჩაძირული, ტკბილი მოგონება,
ბობოქარ სიზმრადღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1204 / თარიღი: 2015-01-26 / 2:11 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - დღეებზე მეტი / eleniko kavtuashvili - dgheebze meti


შორს თეთრი ღრუბლების ეტლები რონინობს,
სიმშვიდე თვალს იფშვნეტს, სიჩუმე იღლება,
რომ ჩემს ცხოვრებაში დღეებზე მეტი ხარ,
რომ უშენო დილა დილად არ ითვლება...
მოჩანს მომავალი და მოჩანს დიდება,
ფერფლად ქცეულია თბილისის ხედები,
და როცა მარტო მყოფს ტირილი მინდება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1081 / თარიღი: 2015-01-26 / 2:10 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - გამეორება / eleniko kavtuashvili - gameoreba


მომიშვი გულთან, როგორც ღამე მოდის ფიქრებთან,
გიყვარდე, როგორც პირველკლასელს უყვარს ანბანი,
გამიმეორე ყოველ დილას, ყოველ საღამოს
და არასოდეს დამთავრდება ჩვენი ამბავი...
თორემ ცხოვრება ემსგავსება ნელ-ნელა ჭაობს,
საკუთარ თავთან დარჩენა რომ შენვე გაშინებს,
დადიხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2015-01-26 / 2:09 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - სიამაყე / eleniko kavtuashvili - siamake


ვეღარ შევეგუე უშენო ცხოვრებას და შენს ცხოვრებაშიც ვერ ვპოვე კუთხე,
ღამის სიჩუმეა, ძველ თბილის ქალაქში საკუთარ გულისხმას ვუსმენ...
რამაც შეგვერთა და რამაც გაგვყარა, არეულ დროების ვერ ვმართეთ სადავე,
ემეგობრებოდი ურჩად სიამაყეს და სწორედ ეს გახდა ყველაფრის სათავე...
მინდოდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1041 / თარიღი: 2015-01-26 / 2:08 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - არეული / eleniko kavtuashvili - areuli


გარეთ გაზაფხული დარონინობს, მჯერა უშენობის ვერთქმის,
ნაცრისფერ ფერებში დანახული შავი თვალებით რომ მებრძვის,
ფანჯრის რაფაზე ვარ შემომჯდარი, სუსტია გულისცემა,
როცა ახლოს ხარ და მაინც შორს ხარ და ვერ მეგულები ჩემად.
შენი თვე მოვიდა, შენს ფერებში დანახულ სამყაროს ვხატავ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2015-01-26 / 2:08 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - დაივიწყე / eleniko kavtuashvili - daivitske


მოდი დაივიწყე ცოტა ხნით ვინა ხარ,
თბილისის ქუჩებს რომ აბიჯებ,
მოდი დაივიწყე და ბრმად გამომყევი,
ხომ ხედავ უსიტყვოდ გაგიჟებ..
მოდი დაივიწყე ცოტა ხნით ვინა ხარ,
უმიზნოდ რატომ ეწამები,
მოდი დაივიწყე და მე გამომყევი,
რომ გაგიფერადდეს წამები...
თორე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1046 / თარიღი: 2015-01-26 / 2:07 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - დუმილი / eleniko kavtuashvili - dumili


ბილიკს მივყვებოდით - მე, შენ და დუმილი,
დროთა სვლას მოჰქონდა სილაღე ფერთა,
როცა მოგონების სხივები გაიფრენს,
ნათელს წამოიღებს გარდასულ დღეთა..
მე ვდუმდი რატომღაც, შენს დუმდი ამაყად,
დუმილი ხარობდა ვით ბავშვი პატარა,
სიტყვები ფრაზების ვრცელ კორიანტელად,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2015-01-26 / 2:06 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - შიმშილი / eleniko kavtuashvili - shimshili


დროს ჩახუტებიდან - ჩახუტებამდე ვუწოდოთ შიმშილი,
ფერებს უშენობის ჰორიზონტს რომ გასცდა, იმედებს საჩვენოს,
ვითვლი ქვიშის საათს რამდენი გრამი აკლდება ღიმილით
და გული სითბოს მარცვლებად აგროვებს, ერთად რომ გაჩვენოს...
დრო ჩახუტებიდან - ჩახუტებმადე ურჩი ფიქრებია,
ახალფეხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2015-01-26 / 2:05 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - დამიბრუნე / eleniko kavtuashvili - damibrune


დამიბრუნე ნარინჯისფერი, საოცარი ბავშვობა...
მუჭანახევარა მატრაკვეცა,
კიკინებიანი დედოფალა, სასახლე რომ ვერა და ვერ აუგეს დევებმა...
მზეთუნახავის გრძელ ნაწნავზე მცოცავი ბრწყინვალე ფრაზები და სამყაროს განათებული დღესასწაული ჩემს თვალებში...
დამიბრუნე -
სიზმრებს ადევნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1223 / თარიღი: 2015-01-26 / 2:05 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - მოდი გავებუტოთ / eleniko kavtuashvili - modi gavebutot


მოდი გავებუტოთ ერთმანეთს...ბავშვური გრძნობების ანემია,
თვალი ავარიდოთ ყველაფერს, ვითომ არასოდეს გვყვარებია...
მოდი გავებუტოთ ერთმანეთს, დილის გარიჟრაჟის სუნთქვა ხარ,
სიტყვებს გადმოფრქვეულს ფურცლებზე, უძილო ღამეებს ვუნახავ...
მოდი გავებუტოთ ერთმანეთს, აზრებიც ვერაფრით დავა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1078 / თარიღი: 2015-01-26 / 2:03 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - ერთი წუთით / eleniko kavtuashvili - erti tsutit


სულ ერთი წუთით შეაჩერეთ მსოფლიოს ბრუნვა,
და დედამიწა თავმდაბალი გახადეთ ურჩი,
რატომ მეგონე ბოროტი და ყველაზე გულქვა,
დღეს კი მსოფლიოს ჩავახედებ შენს ბავშვურ სულში...
მოვიმარაგებ რაც შექმნილა ნათელ საღებავს,
გავაფერადებ ყველა სართულს ასე ზეცამდე,
და როცა ნახა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1003 / თარიღი: 2015-01-26 / 2:02 AM / ორშაბათი

ელენიკო კავთუაშვილი - შენი თოვლი / eleniko kavtuashvili - sheni tovli


„მე ზამთარში უნდა მოვკვდე...დიდი თოვლი რომ იქნება მაშინ“...

შენ

* * * *
თოვლში დავიბადე...თეთრმა სინატიფემ მაჩუქა პირველი სუნთქვა,
თოვლში დაბადებულს ქარბუქის ქრლვაში ზამთრის დამებედა სულთქმა...
ღამეებს მითევდა ძილში ანგელოზი, ქვეყნად სასწაულის მჯერა და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1053 / თარიღი: 2015-01-26 / 2:01 AM / ორშაბათი

მემედ დუმბაძე - სიზმარი / memed dumbadze - sizmari


ცრემლიც აღარ მაქვს რომ შენ გიტირო
ნორჩო ყვავილო შვენიერების,
როცა გიხილავ სიზმარში ისევ
მთავრდება წამი ქვეყნიერების...

წამი-წამს მისდევს, გარბიან
მოუხედავად ილევა ღამე
გარდა სიზმრისა, ჩემო ძვირფასო
ამქვეყნად ტანჯვად არ მრჩება რამე...

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1041 / თარიღი: 2015-01-26 / 1:58 AM / ორშაბათი

ბექა ფოცხვერია - აბსურდული ლექსი / beqa fockhveria - absurduli leqsi


დავიწყო? ნეტავი ვინ მისმენს?!
უაზრო სტროფები ყელშია ასული,
გავჩერდე? არ მინდა ფიქრები მაწვალებს,
მომავალს ვხედავ და მაშინებს წარსული...
გზა ისევ დიდია არ მინდა წავიდე,
ვერ ვტოვებ სიყვარულს წარსულში ნაფერებს,
პოეტებს სამყოფლად ოცნება მოგვიგდეს
ლექსები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1276 / თარიღი: 2015-01-26 / 1:55 AM / ორშაბათი

ბექა ფოცხვერია - როცა ტაძრებთან მათხოვრები ... / beqa fockhveria - roca tadzrebtan matkhovrebi...


როცა ტაძრებთან მათხოვრები უფალს უცდიან,
როცა მათ ხელებს არ დაუდგამთ მწვანე ნაძვის ხე,
მაშინ ეს წელიც ისეთივე ბანალურია,
როგორც უღმერთოდ, ულექსოდ და მარტო სიცოცხლე..
როცა კედლებიც საუბრობენ ახლა იმაზე,
რომ წელი დგება არნახული თანაც უებრო,
ყელში აგდის და თავდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1051 / თარიღი: 2015-01-26 / 1:54 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - "უცხო მოყმე" / ramaz khmaladze - "uckho mokme"


როცა სუფრას მივუჯდები
ვათამაშებ ხელში ფიალს
თავს ვოვუყრი მუშტად გრძნობებს
და დავიწყებ მასში სრიალს

არ ვყოფილვარ უცხო მოყმე
არ დავმჯდარვარ წყლისა პირსა
არც ცრემლები დამიღვრია
მანდილოსნის კაბის ძირსა

ვეთამაშე გრძნობებს დიდხანს
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1017 / თარიღი: 2015-01-26 / 1:38 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - სიყვარულმა შექმნა კაცი / ramaz khmaladze - sikvarulma sheqmna kaci


სიყვარულმა შექმნა კაცი
სიყვარულმა შექმნა ძმობა
სიყვარულის არის ყველა
რაც თუ არის გულში გრძნობა

სიყვარულმა შექმნა თვალი
და ის უმზერს ქვეყნად ყველას
სიყვარულში დატანჯული
სიყვარულში ეძებს შველას

მე სიყვარულის მეხოტბეს
გული დამეჭ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1052 / თარიღი: 2015-01-26 / 1:36 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - ნაზი ღიმილი / ramaz khmaladze - nazi ghimili


როცა გიყურებ ცხოვრაბა ჩემია
და ვარსკვლავები მიპყრია ხელში
შენი სინაზე აიწევს ცამდე
და შეერევა იმ მრავალ ფერში
შენი ღიმილი დამნათის თავზე
ვით მოოელვარე ნაზი ფერია
რაც გაგიცანი სწორედ იმ დღიდან
ჩემი ცხოვრებაც მრავალფერია
ყოველ დილით დავიარ მინდვრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1017 / თარიღი: 2015-01-26 / 1:36 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - მე და ლექსი / ramaz khmaladze - me da leqsi


მე ლექსის წერა არ შემიძლია
უბრალოდ ლექსი დიდი დარდია
მე ფურცელზე მაქვს გადმოტანილი
ის ყველაფერი რაც არ მარგია
კალამს ვიყენებ მხოლოდ იმისთვის
რო დაგიხატოთ ჩემი ფიქრები
მე თუ სიმართლე არ გადმოვეცი
მაშინ მტყუანი ვიქნები
ფურცელზე არის გადმოტანილი < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1224 / თარიღი: 2015-01-26 / 1:34 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - ერთი კვირა / ramaz khmaladze - erti kvira


ორშაბათ ღამით ვიძინებ მარტო.
სამშაბათ ღამეს ვიგასაც ვნატრობ.
ოთხშაბათს დილით ოცნებებს ვართობ.
ხუთშაბათ ღამით გპოულობ მარტოს.
პარასკევისთვის ოცნებას ვათრობ,
მე შაბათობით არასდროს დაგთმობ.
კვირაობით კი შენ სულ სხვას ათბობ.
მე კი ვერავინ ვერაფრით მართობს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1105 / თარიღი: 2015-01-26 / 1:34 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - ორი წერტილი / ramaz khmaladze - ori tscertili


ისევ სიცივე, თოვლი და ყინვა
ისევ თითები ბაგიდან თბება
ისევ ორნი ვართ ქუჩაში მარტო
და ისევ ყინვა თვალებზე დნება.
ისევ შევეხე გაყინულ ტუჩებს,
და მოგიკარი მე გულთან ახლოს
დღეს ჩვენ სიცივე ვერაფერს გვავნებს
რადგან ჩვენშივე ალერსი სახლობს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1087 / თარიღი: 2015-01-26 / 1:33 AM / ორშაბათი

რამაზ ხმალაძე - გაიღვიძეთ... / ramaz khmaladze - gaighvidzet...


წუთი წამით გრძელდება
და ჩვენ ასე ვბერდებით
თითზე ვითვლით გასულ დროს
და სიყვარულს ვერ ვხვდებით
ყოველ წუთში ოცნებას სადმე გულთან მივმალავთ
მერე შურით ვუყურებთ სიყვარულით მიმავალთ
ჩვენ სიყვარულს არ ვეძებთ რადგან ფულზე ვგიჟდებით.
მერე ყველა მაყუთზე. და ბა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1014 / თარიღი: 2015-01-26 / 1:32 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - თრობა / ekaterine ramishvili - troba


"ვერ დავიძინე იმ ღამეს. ლუდი დავლიე,
ღვინო დავლიე _ არაფერმა არ მიშველა”

ვერ დავიძინე იმ ღამეს , სავსე მთვარე ხუთავდა ქალაქს . ასტროლოგებიც , ბევრს ვერაფერ კარგს
წინასწარმეტყველებდნენ . ლუდი დავლიე და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი . ნაბახუსევ
სახეს , გრილ ჰაერს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1292 / თარიღი: 2015-01-26 / 1:30 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - პოეზიის ხუთი წუთი / ekaterine ramishvili - poeziis khuti tsuti


გალა რომ რითმებს შორით განაგებს ,
აკაკი ჰანგს კი სიმებად აქცევს ...

შოთა შაირით მოჰყვება ამბავს ,
ვაჟა მხედრულ სულს კლდეებს გადასცემს .

ილია ბრძნულად ქვეყნის ბედსა ქსოვს ,
საბა იგავებს არაკად აქცევს ...

ორბელი არ სდევს ჟამთა ცვლილებას
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1267 / თარიღი: 2015-01-26 / 1:29 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - თაკარა მზე / ekaterine ramishvili - takara mze


მშვიდი დინებით
მიედინება...
თაკარა მზეა
და შმორი ცხელი ,
სუსტი სიოსგან
აქა-იქ მხოლოდ
ცაში შრიალი
ნორჩი ხეების...
ტბასთან შევჩერდი
შთაგონებისთვის ,
რომ შევანელე
ცხოვრების სვლები...
ამოვისუნთქე
ღრმა ნაფაზივით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1314 / თარიღი: 2015-01-26 / 1:29 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ანგელოსი / ekaterine ramishvili - angelosi


როგორც ტაძრის ზარები ,
ისე რეკდა მწვერვალები .

ლურჯ მთებიდან მოდიოდა ,
წმინდა ნინო მხევალი .

დაილოცოს ნატერფალი ,
გზები წმინდა სოფელის .

ანგელოსმა გვიფარველოს ,
მგზავრმა ღვთისმშობლისაი .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1225 / თარიღი: 2015-01-26 / 1:28 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ეს მე ვარ / ekaterine ramishvili - es me var


ეს მე ვარ წვიმა---
ცას რომ ვატირებ .
ეს მე ვარ სხივი---
მზეს რომ ვაცინებ .
ეს მე ვარ თოვლი---
მთას რომ ვათეთრებ .
ეს მე ვარ სიტყვა---
ლექსად რომ ვრითმავ .
ეს მე ვარ ფუნჯი---
ფერს რომ ვახამებ .
ეს მე ვარ ბგერა---
ჰანგს რომ ვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2015-01-26 / 1:28 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - საშობაო განწყობის სითბომ / ekaterine ramishvili - sashobao gantskobis sitbom


საშობაო განწყობის სითბომ ,
ტანში ატანილი სიცივე გამილღვო .

დეკემბრის ამ სუსხიან დღეს ,
ხეები წვიმებით ირთვება .

არ თოვს !.. ---
ღრუბელი ცრის ნამქერს მხოლოდ .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1166 / თარიღი: 2015-01-26 / 1:27 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - სიზმარეული / ekaterine ramishvili - sizmareuli


პოეტური სიჩუმით ღამე ეშვება ქალაქში ,
ცა საბნად ღრუბელს იხურავს .

დახუჭულ თვალებს ვარსკვლავი ეკვრის
და მთვარისაკენ ეტლით მიცურავ...

სიზმარეულში აქეთ და იქით ,
ნაცნობი რულის გაგრძელებაა---

ფრთებმსხმოიარე რომ საზღვრებს გასცდი
უ ს ა ზ ღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2015-01-26 / 1:26 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - გალას უბისწიგნაკი / ekaterine ramishvili - galas ubistsignaki


ქუჩის ბილიკებს , ჰორიზონტს გასწვრივ
ამობურცვოდათ ბუჩქად იები .

თვალებდახუჭულ მზესუმზირებს ,
დილით მზე თვალებს უხელდა .

განწყობა მაქვს ამნაირი ,
გალას უბისწიგნაკს რომ ვემსგავსე .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1064 / თარიღი: 2015-01-26 / 1:25 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - სხვა მხარეს / ekaterine ramishvili - skhva mkhares


მინდა გკითხო :
--- რას ვაშავებ ?..
--- არაფერს ...
ტყუილად ყოფნით
განვიქარვებ იარებს .
სულს მოვითქვამ
მოვიძიებ ნაკვალევს .
ჩიტის მსგავსად
დავიბუდებ ---
სხვა მხარეს .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2015-01-26 / 0:34 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ნაპირზე / ekaterine ramishvili - napirze


გამორიყა ტალღებმა
ნიჟარების სახლი ,
აგორებულ კენჭებში
იმალება ბავშვი .
მჯდომიარე ნაპირზე
გაიკეთებს აფრებს ,
გემის მსგავსად " დალანდი "
მიაშურებს სხვა ზღვებს .

კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2015-01-26 / 0:32 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მთვარე ჰამაკში / ekaterine ramishvili - mtvare hamakshi


მონაბერ სიოს მოჰყვებოდა თეთრი ღრუბელი ,
ვერცხლისფერ ღამეს აყრუებდა ჭრიჭინობლები ...
მთვარე ჰამაკში ნებივრობდა ძილისპირულით ,
მთის ფერდობიდან ეშვებოდა სუსხი ზაფხულის ...
დაპენტილ ტყემლებს გაუკვალავთ სოფლის შუკები ,
ყრუდ მოისმოდა მოგუდული ტურთა ყმუილი...
ბებია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1062 / თარიღი: 2015-01-26 / 0:31 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ამაოების ძახილი / ekaterine ramishvili - amaoebis dzakhili


არ ვიცი ,
მოვედი .
რისთვის
და რატომ ?!.
მწუხარე ყოფის
დროებას ვახშობ ...
განვიცდი დაღლით
მდუმარე აწმყოს
და ამაოების ძახილი
მ ა ხ რ ჩ ო ბ ს !..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1036 / თარიღი: 2015-01-26 / 0:30 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მგლის პროფილი / ekaterine ramishvili - mglis profili


ხმელი კაცია . სათვალით .
უყვარს წაბლის ხე , ლეღვი .
ხშირად მისტირის დროებას
და მოგზაურობს- მ ა ს შ ი .
ეხმიანება ბუნებას ,
უცხოობს უცნობ- ხ ა ლ ხ შ ი .
განმარტოვდება ეულად ,
საკუთარ ბავშვობაში ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2015-01-26 / 0:29 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - დალი / ekaterine ramishvili - dali


--- როგორ ხარ ?- გკითხე , არ მიპასუხე...
--- აღტაცებული დალის ვქარგავდი...
რა დრო გასულა , არც კი მიგვრძვნია ,
როდის წახვედი და შინ დაბრუნდი .
იაკს ფატრავდა ქმარი უსიტყვოდ ,
მთებში საღამო იბურებოდა .
ბუხარში ეტნის მსგავსი ვულკანი ,
სარკმელს ელვარედ ერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1072 / თარიღი: 2015-01-26 / 0:29 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მანგი / ekaterine ramishvili - mangi


პალეგონის შუაგულში ლილემ მიიძინა ,
აისი და დაისი ზღვიდან მონაცვლეობდნენ .
უძინარი თოლიები მუღამის ფონზე ფრენდნენ ,
წყვილები კი ბულვარში ეშყიობდნენ ...
მავისსამოსელზე- კიაფობდნენ მთიები .
თავდახრილი მისანი რამლში იცქირებოდა .
უდი გადაშლილიყო ბუნგალოებს მახლობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2015-01-26 / 0:29 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - უსათაურო / ekaterine ramishvili - usatauro


ქ ა რ ი- გაცრეცილ ფარდებს შორის ,

თოკზე გაფენილ ჭრელ სარეცხს ,

უმისამართოდ აფრიალებდა .

ო თ ა ხ შ ი- ლამფა რადიოს ხმაზე ,

მიბნედილი ბჟუტავდა...

ს ა ღ ა მ ო- დგებოდა მტვრიან ქალაქში .

ჩ ი ტ ე ბ ი- საბუდარაში იბუდებდნენ , ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1118 / თარიღი: 2015-01-26 / 0:28 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ელეგია / ekaterine ramishvili - elegia


ცად ღრუბელი ნამქერს ჰყრის ,
იმოსება ნისლად .
ბუხრის კვამლი ეზოებს ,
ათბობს ნამქერს ფიფქად .
გაფანტული ფიქრები
ოცნებებში კრთიან ,
ზამთარშიც რომ ელიან
გაზაფხულის იას .
ფიქრში ნაბავს ოცნებას ,
შემოსილი ზამთრით .
ახლაც კი ენატრება , < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1112 / თარიღი: 2015-01-26 / 0:26 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - კინო-ფირი / ekaterine ramishvili - kino-firi


კამერა ჩაირთო...

სკიცებად გასდევს ეპიზოდები განვლილ დროებას ,

ასახულ წამში კადრები ჰქმინიან მარადისობას .

სახე ირეკლავს ემოციებს მრავალფეროვნად ,

გარდასულ დღეებს...

კინო-კადრში აღიბეჭდება :

--- მოხუცი ბებერ ძვლებს მზეს აფი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1432 / თარიღი: 2015-01-26 / 0:24 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მდინარე / ekaterine ramishvili - mdinare


ჩქარი დინება ნაპირს გაარღვევს ,

ქაშაპებს სძინავთ მშიერ-მწყურვალი .

დამშრალ მდინარეს ოხშივარი სდის ,

ფერმიხდილია არაგვის პირი .

გარღვეულ ბადეს კემსავს ბადურა ,

გულნაღვლიანი სევდას აწვიმებს .

ტაატით უცვლის სანაპიროს გვერდს , ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2015-01-26 / 0:23 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ოცნება / ekaterine ramishvili - ocneba


( ე-ბა გალას და ჰესეს )

მშვიდ ოცნებებში თავს იჩენს ხშირად ,

ის მონატრება შორეულ ტრფობის .

მივიწყებული და გულნატკენი ,

წარსულს აღვიძებს ახლანდელ დროში .

კვლავინდებურად ჩაივლის დრონი ,

უკან მოხედვას ვერ ასწრებს თვალი .
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1035 / თარიღი: 2015-01-26 / 0:23 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მეხსიერება / ekaterine ramishvili - mekhsiereba


( ე-ბა ოპერატორ ჯანოს , მის მეგობრებსა და ომში დაღუპულ მეომრებს ... )

ჯ- ერი ტყვია მფრქვევის , აფხაზეთის ომში

ა- თას მერამდენჯერ გაუხელებიათ ...

ნ- ორჩი ყმაწვილები , მოხალისეები ,

ო- მში თავგანწირვით მიწას ემხობიან .

ი- სმის გოდება და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2015-01-26 / 0:19 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - მკითხველის პოეზია / ekaterine ramishvili - mkitkhvelis poezia


- 1 -

* * *

დღეს ასეთია განწყობა ჩუმი ,
დეკემბრის ღამეს ფიქრს ვეტმასნები .
მოგონებისას ცარიელ თასში ,
თითო პეშვებით ვავსებ ლექსებით

- 2-

Caffe-Bar Vienna

გზისპირას ვიწრო ქუჩაზე ,
სახლობდა პატარა კაფე ---
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1365 / თარიღი: 2015-01-26 / 0:17 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - ი გ ლ უ / ekaterine ramishvili - i g l u


- 1 -
თოვა

თოვს ,
მათოვს ,
გათოვს ,
მოთოვა ,
ბარდნის :
ფიფქებად
ქცეული
ფანტელი
ზამთრის .

- 2 -
ზამთარი

ცვივა ,
ხუნდება ,
ფერები
ჭადრის ,
ქვაფენილებზე
ყინვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2015-01-26 / 0:13 AM / ორშაბათი

ეკატერინე რამიშვილი - თ ა ლ ი ა / ekaterine ramishvili - t a l i a


- 1 -

როდესაც იხვები შეჯიბრზე ფრენდნენ...

დ ღ ე ს- იხვები ერთმანეთს ,
ფრენაში ეჯიბრებოდნენ ...

როდესაც ცა იყო :-
ანგელოზივით სპეტაკი , მშვიდი ...

- 2 -

ღამე

მთვარე- მეგზურად ქალაქს დასცქერის ,
ღამე- მო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1200 / თარიღი: 2015-01-26 / 0:11 AM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0