Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ალბათ ისევ მთვარე ღამეს გაათევდა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - albat isev mtvare ghames gaatevda... - 13 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 13 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ალბათ ისევ მთვარე ღამეს გაათევდა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - albat isev mtvare ghames gaatevda...


1:53 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ალბათ ისევ მთვარე ღამეს გაათევდა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - albat isev mtvare ghames gaatevda...
ალბათ ისევ მთვარე, ღამეს გაათევდა
ალბათ როიალიც, დაჰყობს გამებად და
მელოდიას. როცა, სანთელს დავანთებ და
უშენობით ისევ, კითხვა დამებადა;

კითხვა იმაშია, რატომ იკარგები?,
ოდეს მოხვალ ახლოს, მაშინ მოგინდება,
გერქვას მეუღლე და ალბათ მეთანხმები.
ამას მე თუ არა, ლექსი მოგიყვება...

ისევ უკუნეთი, ქუჩას დამიღამდა
ისევ მარტოსული, მე ხმა მომესმა და
ეს ხმა მიგამსგავსე, ძლიერ გამიხარდა
უცებ გული დამწყდა, მივხდი - მომელანდა

უცებ ქუჩის ბოლოს, რაღაც სილუეტი
შევნიშნე თუ ძილში, უცებ ჩემ თვალებმა
შენი ტანი ხატეს, მაგრამ მენუეტი
ჯერ არ უცეკვიათ. ტანგოც მებრალება

სხვისთვის. როცა ხის ძირს' სკამზე წამოვჯექი,
ვიყურები და თვალს' უნდა დახუჭვა და
დაგირეკავ გეტყვი, ისევ წამო ჯერ კი-
დევ, სანამ დაღამდა. ფურცელს დაკუჭავ და

სკამის გვერდზე ნაგავს' უცებ ჩავაყოლებ,
თუკი დამიჯერებ, მოხვალ თეთრი კაბით,
ღამის პირველზე და მთვარეს გაგაყოლებ
ერთად გავატარებთ დროს და შეგიყვარებ

უფრო ძლიერ ალბათ, მაგრამ მითხარ როგორ?
როცა ისედაც კი, შენით მე ვარსებობ,
იცი სუნთქვა-წყალი ნიკოს შენ ხარ გოგო?,
და თუ მიყვარს მეყვა'რება მე ასე ვარ...

როგორც იქნა, როგორც' ადრე მიპასუხე,
დუმილით და შემდგომ' ზარიც გაითიშა,
დავრჩი მარტოსული, ძლიერ მინდა უკვე
შენი ჩახუტება - ისევ გამითიშე...

ახლა მთვარესაც კი თურმე ჩაიძინა,
ანდა დღეს ღრუბლებთან' ჩუმად მუსაიფობს,
ალბათ მთვარეს ბავშვი, ვარსკვლავთ შეეძინა,
მაშ მან სიხარული' ჩემი სულ წაიღოს...

ხელს კი ლუდის ქილა, ისევ შემომრჩა და
ძმა-ბიჭებსაც დიდხანს, უკვე დავშორდი მე,
სახლამდე კი არის, ორი გაჩერება...
შენ კი ჩემთან ყოფნას' ძილი ამჯობინე!..

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 09.01.2014

შეგიძლიათ სხვა ნაწერებს გაეცნოთ აქედან - https://www.facebook.com/nikolozqartvelisleqsebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1554 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიკოლოზ ძამიაშვილი, nikoloz qartveli, ნიკოლოზ რუსთაველი, nikoloz rustaveli, ნიკოლოზ ქართველი, Nikoloz Dzamiashvili, nikoloz kartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0