Загрузка...
გენრი დოლიძე - ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები / genri dolidze - dzirs vaznebivit kria kvirtebi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები / genri dolidze - dzirs vaznebivit kria kvirtebi


8:44 PM
გენრი დოლიძე - ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები / genri dolidze - dzirs vaznebivit kria kvirtebi
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა...
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო...
გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!


გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს,
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს...
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...
ახლა შენზეა ბოლო გასროლა გარდაუვლობის ჯერით!
ნუ მომკლავ!!!!!

ლექსის წყარო - LitKlubi.Ge - ლიტერატურული კლუბი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0