Загрузка...
გენრი დოლიძე - შენი ბრალია / genri dolidze - sheni bralia - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - შენი ბრალია / genri dolidze - sheni bralia


8:52 PM
გენრი დოლიძე - შენი ბრალია / genri dolidze - sheni bralia
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1297 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0