Загрузка...
გენრი დოლიძე - შენ და პოეტი / genri dolidze - shen da poeti - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - შენ და პოეტი / genri dolidze - shen da poeti


8:54 PM
გენრი დოლიძე - შენ და პოეტი / genri dolidze - shen da poeti
ის დღე დაიწყო მტრედისფერი ცით და ამინდით...
ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა გემი ნაპირთან.
იმ დილით პოეტს შენი გულის ნაწილს დაპირდი.
და თურმე იმ დღეს პოეტს შენს თავს ღმერთი დაპირდა...

გაგრძელდა დილა საიმედოდ, რაც მთავარია,
ტალღების ჯარი მოძრაობდა მწყობრად ქალაქთან...
ყველა კეთილი მიზანსცენა ქარმა არია.
და, უფლის ნებით ყველაფერი მისით დალაგდა.

მერე პოეტმა ცალი ხელი მოგხვია ალყად
დაიძრა გემიც, შეუერთდა შორით კოჰორტას.
შენც შეამჩნიე სანაპიროს ჰკოცნიდა ტალღა
იდგა სურნელი სამაისო ვარდის კოკორთა...

იდგა სურნელი, იწვა ზეცა, ამინდი იჯდა...
ზღვა-სივრცის მაჯა სანაპიროს ქარმა დასერა...
შეგცივდა.. ხელი მიაფიცხე პოეტის ნიჭს და
ტანზე მოიცვი ბედნიერი პოეტის მზერა...

ხმა იყო ლურჯი, ცა - ზღვისფერი, დრო ღია თეთრი..
დაბლა, ღრუბლებში სამი გემი მისდევდა ოც ნავს,
ამაღლდით ცამდე, ალბათ ასე, ცა-მეტი მეტრით
და მიაწერეთ პოეტური პირველი კოცნა...

იმ დღეს პოეტმა შენი თავი უფალს რომ სთხოვა,
კარგად ვხედავდი ანგელოზი ედგა თავდებად...
იწყება შენში უსასრულო გრძნობების თოვა...
ლექსი კი პირველ კოცნასავით მალე თავდება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1145 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0