Загрузка...
გენრი დოლიძე - უშენოდ / genri dolidze - ushenod - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - უშენოდ / genri dolidze - ushenod


8:57 PM
გენრი დოლიძე - უშენოდ / genri dolidze - ushenod
თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად.
ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს -
- შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერა
და... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!...
ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურად
მე მაინც რომანტიკულ შენს მზერას ვეფერები.
მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურა
ედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები...
ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება...
ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,
მოჰგავხარ ნაადრევი ატმების აფეთქებას,
რომელშიც სამაისო აპრილის ექო ისმის...
უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი,
უშენოდ ვეგებები - თებერვლის გამარტებას.
უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,
უშენოდ - არის ახლა ამინდის განმარტებაც...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1322 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0