Загрузка...
გენრი დოლიძე - უფალს (თამარისათვის) / genri dolidze - ufals (tamarisatvis) - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - უფალს (თამარისათვის) / genri dolidze - ufals (tamarisatvis)


8:59 PM
გენრი დოლიძე - უფალს (თამარისათვის) / genri dolidze - ufals (tamarisatvis)
მინდა მოვაბრუნო თანაც,
მინდა დავანახო მთავარი,
ღმერთო, გადმოხედე თამარს!
ღმერთო, დაიფარე თამარი!
ღამის ლოცვასავით თბილი
ასეთს გადაიტანს აწ რამდენს?
შენსკენ გამოუდგა ბილიკს,
ღმერთო მიაცილე ტაძრამდე...
შენც ხომ გაგიჭირდა ღმ-ერთ-კაცს
ჯვარის გოლგოთამდე ტარება?!
შენც ხომ გვერდით ვიღაც გედგა,
ღმერთო, არ მიხურო კარები!
ვიცი, ძლიერ უჭირს ზიდვა,
(იცი, არ გჭირდება ჩემი თქმა)
ღმერთო მე ამკიდე მზად ვარ
მხარზე მისი ჯვარიც შევიდგა!
შენს წინ სნეულივით ვდგავარ,
შენ ხარ კურნებაც და წამალიც,
ღმერთო, შეეწიე თამარს!
ღმერთო, დაიფარე თამარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1098 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0