ბათუმი არის წვიმის აფიშა, და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიო ლექსამდე სველი ვზივარ კაფეში, ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ... მავსებს წვიმების აპლოდისმენტი - ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც... ასე გულდასმით არ მოვისმენდი ზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ... ასე მზესავით არ მოვიწყენდი... (და სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს) გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილ ჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას... ხშირად ვიხსენებ, ფეხით გათელილ და მოყინული კვირტების მარშებს... (ო, რა ამაყი, ო, რა ნეთელი, ო, რა მართალი იყავი მაშინ...) და ვერ ვივიწყებ ამ ძველ ბიჭებსაც სულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს... ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზე გვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე... რა დაბალია მთვარე ამაღამ, ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი... ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარ და უბინაო კაცის სახლ-კარი... ლამაზი ქალის სუფთა აურა, უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა, მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რააააააააააააა სანახავი ხარ, ყოველთვის, როცა მზეს შემოიდებ ლომის თათივით და ზღვაში სიზმრებს ააციმციმებ მე შენი ქუჩის დეპუტატი ვარ შენი კაცური სიტყვის სიმძიმე!
წვიმა წვიმაში დგომით გაცივდა... მზე ზეცას მ ო ს წ ყ დ ა როგორც ატომი... მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი და ჩემი სახელი არის ბ ა თ უ მ ი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..