Загрузка...
გენრი დოლიძე - ორი კოლხური იარა / genri dolidze - ori kolkhuri iara - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ორი კოლხური იარა / genri dolidze - ori kolkhuri iara


9:20 PM
გენრი დოლიძე - ორი კოლხური იარა / genri dolidze - ori kolkhuri iara
ფრთები შეასხა ქარმა ტალავერს,
მზე ზღვაზე სხივებს სიმებად ჭიმავს...
იყო ქართველი ამასთანავე,
იყო პოეტი - ძნელია ჯიმა.
ყოველ დილით კოლხეთში ჩვენი წილი მზე ტირის,
ყოველ ღამით მზეს გლოვობს ჩვენი წილი ერთი მთა
ამ ეპოქის სათქმელში ჩვენ ვართ ერთი წერტილი,
ერთი მცირე წერტილი შორის მრავალწერტილთა...
მთებს დაუხურავთ ქუდი გაზეთის...
ენგური მძიმედ მიათრევს კურტანს,
ვირჩენთ აჭარას და აფხაზეთი
ისევ შეგვეხსნა ჭრილობად გულთან...
მოდი, ისე ვიყვიროთ, მთები შევაზანზაროთ!!!
სამშობლოს ხმით ყვირილი პოეტური ბედია,
სისხლად ჩვენი ლექსები გადავუსხათ აფსაროსს,
რომ მოუჭრას მოკლე გზით გონიოსთან მედეას...
კოლხ ოსურიშ ჩილამურს სანამ პეშვში დავიტევთ
ნუ გავატანთ ქართულ სულს ზღვისტორიულ დინებას! -
სანამ სარფთან შავ ზღვაზე მზის მოჭრილი თავი დევს,
სანამ ტალღა კოლხეთის გულმკერდს ეპოტინება...
ისევ დამდგარა ჩვენი რიგი და
გაღმა სამშობლოს მივესალმებით...
და გულსაკლავად ვხედავთ იქიდან
რომ ხელს გვიქნევენ მხოლოდ პალმები...
ზღვაში მბჟუტავი მზის თავი მოსჩანს,
და მოგვაგონებს კანდელს ზეთიანს
ახლაღა ვხვდებით, ხვიჩა და გოჩა -
სამეგრელო და აფხაზეთია!
ყოველ დილით, კოლხეთში, ჩვენი წილი მზე ტირის
და გადაღმანაპირელ მთას მისტირის ერთი მთა,
ამ ეპოქის სათქმელში დავსვათ ჩვენი წერტილი,
ჩვენი მრავალწერტილი, შორის მრავალწერტილთა!...
დასრულდება ეს ლექსი ალბათ წერტილმძიმეთი...
დნება ყველა ოცნება, რჩება მხოლოდ იმედი,
რჩება მხოლოდ იმედი, გულზე გამოკერილი,
"მოვა, მოვა მშვიდობა, როგორც სატრფოს წერილი!"...
ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩვენს უღმერთო წამებას,
ბედის ირონიამაც ცალი თვალით უყურა....
სანამ ძმობა ძალგვიძს და გვახსოვს წმინდა სამება
ჯიმალობა დიხვამუ! საქართველო უღურალ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1104 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0