Загрузка...
გენრი დოლიძე - ოდა თბილისურ განთიადს / genri dolidze - oda tbilisur gantiads - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ოდა თბილისურ განთიადს / genri dolidze - oda tbilisur gantiads


9:21 PM
გენრი დოლიძე - ოდა თბილისურ განთიადს / genri dolidze - oda tbilisur gantiads
(ეძღვნება ანანო ედიშერაშვილს)

ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...

დილის მზე ცაზე ვარსკვლავებს, მტკვარზე თოლიებს ხვეტავს....

ცა-დაფა - სუფთა არც ისე....
_აგერ ღრუბელი!
_ ცარცი სად?...

ცამ ცისარტყელა შეიკრა უსაფრთხოების ღვედად...

მალე გამოფენს ყვავილების აფრებს აპრილი,
ჩაკვნეტს ქალაქი მტკვრის ფერფლისფრად დაფერილ ლაგამს...
ზეცა - გუმბათი აბრუნდება ბოთლში - ძაბრივით
სხივებს ჩაიღვრის... მზე - დარჩება ღვინისფერ ლაქად...
მე პეშვს შევუშვერ, კარგია, რომ ორი მაქვს პეშვი...
ერთით მე დავლევ, მეორეთი - შენ მოგბან ტუჩებს...
ეს ზმანებაა, ღიმილიან მზერიდან მზე შვი
ეს შენ აანთე განთიადი ღიმილით,
- თუ ჩემს,
ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...
დილის ცის თაღზე სიხარულის ცრემლების დამდენს -
თბილისს სიცოცხლე, უკუნითი უკუნისამდე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1138 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0