Загрузка...
გენრი დოლიძე - მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდე / genri dolidze - mckhetis jvridan - tbilisamde - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდე / genri dolidze - mckhetis jvridan - tbilisamde


9:26 PM
გენრი დოლიძე - მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდე / genri dolidze - mckhetis jvridan - tbilisamde
(ვუძღვნი მამა პეტრეს და გიორგი გაბაიძეს)

თითქოს უფალს გაეფინა
ცაზე ღრუბლის ტილონი,
თითქოს ზეცას ქერუბიმის
მარჯვენა ფრთა ფარავდა
სვეტიცხოველს ეცვა ლურჯი
აბრეშუმის ფილონი,
დაჭრილ გულზე მზის სხივები
სისხლად აჩნდა მარაბდას...
გული სადღაც კლდის ნაპრალში
მზესთან ერთად მისვენდა...,
მოსესავით მიაპობდა
მეწამული უდაბნოს,
მტკვარი ლექსებს გვაყოლებდა,
ჩუქურთმები გვისმენდა...
პოეზიაც არ ღირს ალბათ
უეკლოდ და უდაფნოდ...
თბილისიდან მცხეთის ჯვრამდე
არც თუ ისე ეკლიან,
ბილიკებზე - ისტორიით
ამოქარგულ სტრიქონთან
სადაც, უფლის უკვდავების
ხელთუქმნელი ძეგლია,
სამ მოგზაურს - პოეზიის
მძიმე ჯვარი მიგვქონდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1232 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0