Загрузка...
გენრი დოლიძე - დახურეთ ზეცა! / genri dolidze - dakhuret zeca! - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - დახურეთ ზეცა! / genri dolidze - dakhuret zeca!


9:28 PM
გენრი დოლიძე - დახურეთ ზეცა! / genri dolidze - dakhuret zeca!
(ილიას)

წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,....
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...

-საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....

რა ვქნა, უფალო?!, დრო დადგა რთული -
იმედი ვთესე, ამოდის ღვია...
და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული
მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!

- ირბინე, სანამ ტყვია თბილია,
დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!
მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია,
დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!

-მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,
ჯანდაბას ჩემი გულისნადები
და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში
მომავლის რწმენად დავიბადები!...

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი,
გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...
დახურეთ კარი, დახურეთ კარი! –
ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....

ლექსის წყარო - LitKlubi.Ge - ლიტერატურული კლუბი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1209 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0