Загрузка...
გენრი დოლიძე - ლექსის მატარებელი / genri dolidze - gahamis matarebeli - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ლექსის მატარებელი / genri dolidze - gahamis matarebeli


9:31 PM
გენრი დოლიძე - ლექსის მატარებელი / genri dolidze - gahamis matarebeli
განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს,
ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა....
მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური,
მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური..
ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში
შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში...
აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით,
მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი...
გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება,
სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება,
იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ შენთვის ღია საგულეს,
იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!..
მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები,
შენ კი ამ დროს მოვარდი და ზურგზე ხელით მეხები...
დილის ნისლში ჩაიკარგა ორთქლმავალი - მელოტი,...
ღმერთო ჩემო, ამ სადგურზე ოცი წელი გელოდი!
ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს -
ვერ ასცდები მოლოდინებს,
თანამგზავრებს,
სადგურებს...
მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და
შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1019 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0