Загрузка...
გენრი დოლიძე - თავისუფალი ლექსი / genri dolidze - tavisufali leqsi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - თავისუფალი ლექსი / genri dolidze - tavisufali leqsi


9:34 PM
გენრი დოლიძე - თავისუფალი ლექსი / genri dolidze - tavisufali leqsi
(მე მივდივარ, გულის გასაღებს შავი ზღვის ქვეშ ამოვდებ, ჰორიზონტის მხარეს.
ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, ოღონდ ცარიელი დაგხვდება!
თუ შეხვიდე სული დაიწმინდე და ღრუბლები არ გადაწიო)

სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან...
მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო....
გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა
მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო?
ენა დამე... დამეც დამე... დამე ბარე...და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?!
სიტყვა მიყვარ, მიყვა... მიყვააა....მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს..
დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის...
დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით
"განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე"
ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა...
გლოცავ გულით! _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო!
რას ვაბარებ? - მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა...
რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1427 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები, ჰენრი პალუა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0