მთავარი » 2015»იანვარი»28 » გენრი დოლიძე - ერთი ხელით / genri dolidze - erti khelit
9:47 PM
გენრი დოლიძე - ერთი ხელით / genri dolidze - erti khelit
ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში. ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს. იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ, ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ... ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი, მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით... ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს, ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ თავს რომ ვიქებთ გაგვიზრდია აკაკი თუ ილია... გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია.. ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით, მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც... მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..