Загрузка...
გენრი დოლიძე - ერთი ქალი შემიყვარდა / genri dolidze - erti qali shemikvarda - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 2:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ერთი ქალი შემიყვარდა / genri dolidze - erti qali shemikvarda


9:48 PM
გენრი დოლიძე - ერთი ქალი შემიყვარდა / genri dolidze - erti qali shemikvarda
ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1197 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0