მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ერთი და.... ორი დააა. სამი და.... / genri dolidze - erti da... ori daaa. sami da...
9:49 PM გენრი დოლიძე - ერთი და.... ორი დააა. სამი და.... / genri dolidze - erti da... ori daaa. sami da...
|
(მამა პეტრეს)
ერთი და... ორი და... სამი და.. ოთხიდა... ხუთი და ექვსი და იმდენი – რამდენიც განძივით დამარხულ ტკივილებს მოთხრიდა, და რადგან არახარ შენ მაგის ჩამდენი
წარსულზე წარსულში საუბრობ რა ენით?! წამს წამოაშველე მრწამსი და მოტივი... (თუ დედისერთაა ვის მოკლავს კაენი?!) გულს ცეცხლად მოედო რაღაც და შფოთივით
აჰყვები აღმართებს დაღლილი და ღობეს წარსულის ფიქრებად ჩამოენაცრები, გაცრეცილ სვეტებზე რომ ვეღარ თაღობენ სისხლით და ცრემლებით ნაშენი ტაძრები...
ერთი და ორი და ოთხი და ექვსი და... თითებში ჩაგაჭკნა იათა კონები... უცნობი იები ნაცნობი ლექსიდან - იფიქრე გულით და ნუ განსჯი გონებით...
ერთი და ორი და... ათასი და ტირე, და კიდევ ათასი... და მერე დიდება... შეეშვი ტკივილებს, ოცნებებს დასტირე - - სამოთხის კარებში მოყოლილს თითებად!
ერთი და ორი და სამი და...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1230 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|