Загрузка...
გენრი დოლიძე - და დაიწყება... (როის) / genri dolidze - da daitsckeba ... (rois) - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - და დაიწყება... (როის) / genri dolidze - da daitsckeba ... (rois)


9:53 PM
გენრი დოლიძე - და დაიწყება... (როის) / genri dolidze - da daitsckeba ... (rois)
სადღაც ბავშვობას უმღერიან წლები ნანინებს,
როცა წარსულის ბილიკები შემოგეგზება,
პოეტმა განცდებს ტკივილები მოატანინე
და ორდენივით დაიკიდე გულზე ლექსებად.

არ დაიდარდო თუ ცხოვრება გრძნობებს ახუნებს,
თუ ცას და მიწას ძველებურად ვეღარ ვედებით,
მოდი ჩემთან და გული გულზე მომიჭახუნე,
ხოლო უფალთან გავაგზავნოთ ისევ მტრედები

და ცას ვახაროთ მომავალი შენი ქორწილი,
რომ მაყრიონით მაინც ცისკენ მივეჭენებით
და რომ ტკივილი შევიძინეთ ქვეყნის-ორწილი
და რომ ორ-ორსაც აიღებენ ალბათ ჩვენები.

მერე ჩვენს ცრემლსაც გამოიწერს ვინმე წიგნებით,
როცა თვით უფალს ცაში მეკვლედ დავებედებით,
იქნება წვიმა, ბათუმი და ჩვენ არ ვიქნებით,
იქნება ლექსი, ტკივილი და ფოსტის მტრედები.

იტყვიან ჩვენ დროს პოეტობა როგორ ძნელოდა,
იტყვიან როგორ დავმაჭრდით და როგორ ვღვინობდით
და დაიწყება უმეტესად საქართველოდან
და გაგრძელდება უფლის ნებით საროინომდი!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1279 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0