Загрузка...
გენრი დოლიძე - გულო / genri dolidze - gulo - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - გულო / genri dolidze - gulo


9:54 PM
გენრი დოლიძე - გულო / genri dolidze - gulo
დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე...
ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! -
ოცი წლის ხარ, ჩემსავით...
მაპატიე,
თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...
მაპატიე,
ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე -
ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო - ენით დაკოდილო,
ჩემო - ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1148 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0