Загрузка...
გენრი დოლიძე - ბაფთები / genri dolidze - baftebi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ბაფთები / genri dolidze - baftebi


9:57 PM
გენრი დოლიძე - ბაფთები / genri dolidze - baftebi
თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად,
მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია,
მთვარეს მანტია, მოვაცვით და გზად შევეფეთეთ
გზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას ბაფთიანს,
ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს, ბავშვური...
ცითდაკრეფილი ოცნებების ლურჯი კოლაჟი...
და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური,
რომ ყოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში...
რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ბავშვურად ჩანთას,
ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები....
ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა...
ღიმილ-ტირილი მეუფლება რომ მაგონდები...
დრო გადის - (ტირე) ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები,
მალე ცხოვრება ასჯერ ძვირად გაიაფდება....
გუშინ ის, ჩვენი, საოცნებო, ტკბილი წუთები,
შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმებზე ბაფთებად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1551 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0