Загрузка...
გენრი დოლიძე - ბაბუ / genri dolidze - babu - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - ბაბუ / genri dolidze - babu


9:58 PM
გენრი დოლიძე - ბაბუ / genri dolidze - babu
მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!
- დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,
ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი...
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში...
ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,
მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს...
ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა...
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2128 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0