მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - აციება (კადრი წარსულიდან) / genri dolidze - acieba (kadri tscarsulidan)
10:04 PM გენრი დოლიძე - აციება (კადრი წარსულიდან) / genri dolidze - acieba (kadri tscarsulidan)
|
მიედგა ქალაქს ზღვით სავსე კათხა ნაპირთან ქაფით დასვროდა ტუჩი მახსოვს გავრბოდით სახლიდან - სადღაც მთვარე ძაღლივით მოგვდევდა კუდში
ნაპირს მომდგარი ქაღალდის ნავი ელოდებოდა ზღვას კვლავ ებიძგა... ზეცა დავცალეთ თუთის ხესავით ნახევრადმწიფე ვარსკვლავებისგან
აწიე ცივი ხელისგულები და თქვი რომ ცალკე სავალი გზა გაქვს.. და სიბნელეში ხურდა ფულივით. დაიპნა ჩვენი ბავშვური საგა...
(და დღესაც ჩვენდა ჭირად და ბედად მაშინ დათესილ ტკივილებს ვიმკით) მერე - დეკემბერს - სუროგატ დედას, წასკდა იანვრის პირველი ფიფქი...
ღეჭავდა ტალღა - მშიერი ლოქო, სიბნელეს - ქვრივი ამინდის კალთას... და იდგა ზამთრის სიცივე როგორც უსიყვარულოდ დაწოლა ქალთან. 2009
ლექსის წყარო - LitKlubi.Ge - ლიტერატურული კლუბი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1261 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, გენრი დოლიძე, გენრი პალუა, genri dolidzis leqsebi, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის ლექსები, გენრი დოლიძის პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|