Загрузка...
გენრი დოლიძე - პეპლებს / genri dolidze - peplebs - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » გენრი დოლიძე - პეპლებს / genri dolidze - peplebs


10:08 PM
გენრი დოლიძე - პეპლებს / genri dolidze - peplebs
გეძღვნება შენ!

ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,
ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,
მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,
მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი
წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაისმა,
ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,
როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…
მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...
მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით,
შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა,
მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს!
სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა,
სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…
დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს,
როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: genri dolidze, henry pallua, ჰენრი დოლიძე, genri dolidzis leqsebi, გენრი პალუა, გენრი დოლიძე, ჰენრი პალუა, გენრი დოლიძის პოეზია, გენრი დოლიძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0